„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღესვე სრული უგუნურებაა.
როგორც ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესები აშკარაა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაში ხელისუფლების პოლიტიკური ინსტრუმენტია, ისევე როგორც სააკაშვილის დროსაც პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო.
„ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღესვე „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება აბსოლუტური უგუნურებაა.
იცით რაშია საქმე ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ვიზალიბერალიზაცია დაკავშირებულია ქვეყნის შიგნით დემოკრატიის პროცესთან. კითხვები რომელიც ჩნდება მედიასთან მიმართებაში, ბუნებრივია ეს მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე. მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც ქვეყანაშია. ჩემი პოზიცია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. თქვენ კარგად იცით, რომ თუ ვინმე შეიძლება იყოს გაბრაზებული საქართველოში „რუსთავი 2“-ზე, სამი ან ხუთი ადამიანიც რომ იყოს ერთ-ერთი აუცილებლად ვიქნებით ჩვენ - „დემოკრატიული მოძრაობა“. ჩვენ ძალიან დიდი ზარალი ვნახეთ ამ ტელეკომპანიისგან მომზადებული სუბიექტური და აბსოლუტურად მიკერძოებული სიუჟეტებიდან. მაგრამ მიგვაჩნია, რომ არ უნდა დახურულიყო. იმ ფონზე როდესაც 26 მაისს წართმეული მანქანები არ დაუბრუნებია ხელისუფლებას იმ ადამიანებისთვის ვინც სააკაშვილის ჯალათებმა დააპატიმრეს 26 მაისს, ამ ადამიანებისთვის ნასამართლეობა არ მოუხსნიათ. ამ ფონზე ეს ხელისუფლება მეუბნება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ქიბარ ხალვაშის მიმართ უფლებების აღდგენააო.
რა თქმა უნდა ქიბარ ხალვაში ხელისუფლების ხელში არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტია, ისევე როგორც ხალვაში პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. თუ მართლა მესაკუთრისთვის დაბრუნებაზეა საუბარი, ქიბარ ხალვაში ნამდვილად არ არის მესაკუთრე. როგორც მაშინ იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი, ასევეა ახლაც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე განცხადებით, „რუსთავი 2“-თან პრეტენზიები არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ისე მოექცეს „რუსთავი 2“-ს ისე როგორც სააკაშვილი „იმედს“ მოექცა.
„რუსთავი 2“-ს შეიძლება ბევრი პრეტენზია წაუყენო ადამიანმა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება „რუსთავი 2“-ს ისევე უნდა მოექცეს, როგორც სააკაშვილი უნდა მოექცა „იმედს“ თავის დროზე. ეს დამღუპველია ხელისუფლებისთვისაც და ეს დამღუპველია ქვეყნისთვისაც.
ჩემთვის „რუსთავი 2“ დღესაც დახურულია. არც კი მახსოვს როდის ვიყავი ბოლოს ეთერში მე ან ჩემი თანაგუნდელები. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ პროცესი არასწორია. ეს განცხადება, რომ „რუსთავი 2“ არ უნდა დახუროს, შესაძლოა ჩემს მომხრეებსაც არ მოეწონოს, მაგრამ აქ არ არის საუბარი იმაზე ჩვენ რა მოგვწონს. მთავარია, რა არის სწორია. „იმედის“ დარბევაც მოსწონდა ბევრს. ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკე, რაც ბევრს არ მოეწონა. ჯერ გუნდის შიგნით ვთქვი მერე კი საჯაროდ. რის გამოც ჩემზე წამოვიდა აღშფოთებული განცხადებების უზარმაზარი ნიაღვარი. ასეა ახლაც, გულის მოფხანვის გამო ტელევიზიის დახურვა არ შეიძლება. ბევრი ტელევიზია ისედაც ხელისუფლებისაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას.
წყარო