ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ოთარ აბესაძე: „რუსთავი 2“ პირდაპირი მნიშვნლობით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

    მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორმა ოთარ აბესაძემ„რეპორტიორთან" „რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს:


    „ყოველთვის თავს ვიკავებდი სასამართლო დავაზე საუბრისგან. ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელზე საუბარიც, მითუმეტეს პოლიტიკური შეფასება, ვფიქრობ, არ იქნება სწორი. რა წილების გადანაწილებაზეა საუბარი, არ ვიცი. ეს არ არის არცერთი პოლიტიკოსის შეფასების საგანი, ეს არის მხოლოდ მომჩივანეებს, მესაკუთრეებსა და მხარეებს შორის ურთიერთობა. აქამდეც აღმინიშნავს და არც ახლა დავმალავ, რომ მხარს ვუჭერ „რუსთავი 2"-ს, როგორც ტელევიზიას, რადგან დღეს თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული და შემდგარი სახელმწიფო, სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პრესსამსახური იყოს. პირდაპირი მნიშვნლობით ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. არის ცილისმწამებლური პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთი პარტიის იდეოლოგიას. მინდა, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო ამ არხს, მის ჟურნალისტებს პროფესიულ ზრდაში და განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სტანდარტი, რომელიც მათ შემოიღეს, ჩემთვის მიუღებელია. 21-ე საუკუნის საზოგადოების განვითარება ასე არ ხდება. დღეს მედიას აკისრია ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც საზოგადოების ინფორმაციით კვება ჰქვია და როდესაც საზოგადოებას ვაწვდით ტყუილსა და ცილისწამებას, კარგად არ იმოქმედებს და ყოველთვის გამოიღებს უარყოფით შედეგს. მესაკუთრე გამოავლინა სასამართლომ. შედგება ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება სტრასბურგში, რომელიც ყველა დეტალს დაუსვამს წერტილს", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი