ვრცელდება რუსთვი 2-ის მიერ მიწერილი წერილი სტრასბურგის სასaმართლოსადმი, რის საფუძველზეც მორიგე მოსამართლემ მიანიჭა საქმეს პრიორიტეტი. გადაწყვეტილების გამოტანა მოხდა რეკორდულ სწრაფ დროში რის შედეგადაც უვადოდ იქნა გადადებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველი, საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა და მესამე, რომ აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში. რუსთავი 2-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EPP-ს წევრების, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება, შიგნით, მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადებები და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი, ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შესაძლოა
სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქმას მოჰყოლოდა
წყარო