"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რუსთავი 2"-ის წაღება, ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაფორმების მეორე დღეს, დასავლეთისათვის სახეში გაწნილი სილაა, რომელიც ივანიშვილს ძვირი უნდა დაუჯდეს, თან ძალიან",- წერს სამადაშვილი.