უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად “რუსთავი 2” ევროსასამართლოს მიმართა. ამის შესახებ რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში ისაუბრა.
იმ მოთხოვნით რითაც სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ, როგორც წესი სტრასბურგი გასცემს ხოლმე მხარეს პასუხს ძალიან მალე. ზოგჯერ ეს ხდება ერთ დღეში, 24 საათში, 3 დღეში, გააჩინია იმ მოცემულობას რითაც ხდება სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის ღონისძიება. სტრასბურგის უზრუნველყოფის მოთხოვნა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება, მაგ: ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, ჯანმრთელობის დასაცავად, თუ მას ემუქრება საფრთხე. ამასთან თუ მხარე მიმართავს სიცოცხლის უფლების დასაცავად ამ შემთხვევაში სტრასბურგი ხშირ შემხევაში არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება გადაწყვეტილების დაკმაყოფილება. ჩვენი რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლებას არ ეხება, არამედ ეხება სიტყვის თავისუფლებას, კერძოდ კონვენციის მეათე მუხლს. პრაქტიკიდან გამომდინარე მსგავსი შემთხვევა სტრასბრუგის სასამართლოს არ ჰქონია თავის ისტორიაში. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა დაკმაყოფილებული. ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი რისკი იყო”, – განაცხადა მურადაშვილმა.
მისივე თქმით, მათ არ აქვთ დიდი შანსები და პასუხის დაკმაყოფილების მოლოდინი.
“არ გვაქვს დიდი შანსები და არც განსაკუთრებული მოლიდინი. თუ პასუხი უარყოფითი იქნება ეს ჩვენთვის არ იქნება გასაკვირი” – აცხადებს მურადაშვილი.
primetime.ge