„მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ „რუსთავი 2" დაიხურა და ეს არხი საერთოდ აღარ იარსებებს, რეალურად კი მხოლოდ მფლობელი შეიცვალა. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ იმ პროფესიონალმა ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ არხზე მუშაობენ, მათი სურვილი თუ იქნება, გააგრძელონ იქ მუშაობა. ჩემთვის ხალვაშის განცხადება ყველაზე სასიხარულო იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ის აღიარებს „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების პროფესიონალიზმს, მათ აქვთ საშუალება დარჩნენ ტელევიზიაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ეს პოზიცია. „რუსთავი 2"-ში ნამდვილად არიან პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ იქ მუშაობა და ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს განსვავებული აზრი.
მე დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დავა არის მხოლოდ ტელეკომპანიის მესაკუთრეებს შორის. კანონიერად დაუბრუნდა თუ არაკანონიერად, ამას თვითონ გაარკვევენ, ეს სხვა საკითხია. ჩემთვის მთავარია, რომ „რუსთავი 2" მუშაობას განაგრძობს და არ შეწყვეტს მაუწყებლობას. იქ მართლა პროფესიონალები მუშაობენ, რამდენად ობიექტურად ან არაობიექტურად აშუქებენს ამა თუ იმ ინფორმაციას, გადაცდომები აქვთ თუ არა - ეს სხვა საკითხია. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზია აუცილებელია. მიხარია, რომ ამ ადამიანებს ასეთი შეთავაზება აქვთ და დათანხმდებიან თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია.
ამასთან, მე არ მჯერა, როდესაც ამბობენ, რომ მთავრობა არის დაინტერესებული „რუსთავი 2"-ს დახურვით და ა.შ. ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს ხალხი შეჰყავს შეცდომაში, რომ თითქოს „რუსთავი 2" იხურება. ეს ასე არ არის, მფლობელი შეიცვალა უბრალოდ. „რუსთავი 2"- ის ჟურნალისტებს ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი. მე მაგალითად, დღეს დილიდან ქუჩაში ვარ და ხალხი ამბობს, რომ ეს ტელევიზია დაღუპა მიშა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ", თორემ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც სრულიად სხვა შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ. ეს ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებთან ასოცირდება, ხალხი „ნაციონალურ მოძრაობასთან" აიგივებს. „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფი არის წარსული. როდესაც მათ დაანგრიეს და გაანადგურეს ტელეკომპანია „იბერია" , „იმედი" და დღეს მედიის თავისუფლებაზე საუბრობენ - ეს ცოტა უხერხულია. ეს სიტყვები მახსენდება - „ტალახი მესროლოს მან, ვინც ჩემზე სუფთაა". არ ვამბობ იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მედიაზე ზეწოლა არ ხდება. არის გარკვეული შეცდომები, მაგრამ დღეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დადიან.
24 საათი ბიძინა ივანიშვილის ხსენება იცით რას ნიშნავს? - იმას, რომ მათ ვერ მოინელეს 2012 წელს არჩევნების წაგება და დღემდე ვერ პატიობენ ამ ადამიანს თავიანთ დამარცხებას. ყველაფერი შეიძლება ბიძინა ივანიშვილის აბრალონ?! - მე ვსაუბრობ, როგორც ჩვეულებირივი რიგით მოქალაქე და არა რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩემთვის იცით, რა არის მთავარი, რომ ჩემი შვილები ქუჩაში თავისუფლად დადიან, ჩემთვის იცით, რა იყო მთავარი? - „რუსთავი 2" - ის ახალმა მფლობელმა ჟურნალისტებს თანამშრომლობის ხელი რომ გაუწოდა. პირადად მე არ მინდა, რომ „რუსთავი 2" -ის ჟურნალისტები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მსხვერპლი გახდნენ, პოლიტსაბჭო ტელევიზიების წინ არ უნდა იმართებოდეს. აქციები, გაღიზიანება, კარვები - არ არის ეს ყველაფერი საჭირო. ყველაფერი დიალოგით უფრო კარგად გადაწყდება, რა საჭიროა ჩხუბი?! ჩემთვის მთავარია, რომ „რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ქუჩაში არ რჩებიან, თუმცა ესეც მათი გადასაწყვეტია. „რუსთავი 2" დახურა მთავრობამ" - ასეთი განცხადებები არ შეიძლება, იმიტომ რომ ტელევიზია არავის დაუხურავს, მხოლოდ მფლობელი შეიცვალა", - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა „მარშალპრესთან" საუბრისას.