ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

      

    პრეზიდენტის შვილის სკანდალური განცხადება - 18 აბი სუბოტექსის ჩადება პრეზიდენტის გამო?



    პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, მისი მეგობრის დაპატიმრებას გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.ამ თემაზე ანა მარგველაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სურამში, იმ ადგილას ისაუბრა, სადაც 2 დღის წინ მისი მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
    თავად ბრალდებულიც და მისი თანმხლები პირებიც ამტკიცებენ, რომ პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო.
    „ბოლო სამი კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მეუბნებოდა, რომ ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბ სუბოტექსი... მაგრამ იმდენად არანაირი შეხება არ ჰქონია არასდროს ასეთ თემაზე, არასდროს ყოფილა ამაზე არც გაჩერებული და არც დაჯარიმებული, რომ ვერც წარმოვიდგენდით ეგეთ რაღაცას. აპირებენ კიდევ იგივეს გაკეთებას ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირებით, რომელსაც ასევე მოსდის ხმები და ეშინია სახლიდან გამოსვლის. მგონი, უნდა ვუშველოთ რამე ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ ვუკავშირებთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება, რომ რეპრესიები არის მის ოჯახზე,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
    რუსთავი 2

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    TOP.GE

    liveinternet.ru მთვლელი