ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სკოლის "მარშრუტკით" ჩამოიყვანა ის ახალგაზრდები, რომლებმაც 12 მარტის ღამეს ბათუმში ვანდალიზი ჩაატარეს - ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე

    სკოლის "მარშრუტკით" ჩამოიყვანა ის ახალგაზრდები, რომლებმაც 12 მარტის ღამეს ბათუმში ვანდალიზი ჩაატარეს - ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე
    ბათუმის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომელი, იურისტი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე სოცილაურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, თუ ვის ჩამოყავდა ბათუმში ახალგაზრდები დარბევაში მონაწილეობისთვის: „საზოგადოებისათვის საშიში დამნაშავე,მირდატ ქამადაძე,რომელმაც ნასაკირალიდან სკოლის "მარშრუტკით" ჩამოიყვანა ის ახალგაზრდები,რომლებმაც 12 მარტის ღამეს ბათუმში ვანდალიზი ჩაატარეს!“. წერს ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე.
    ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში ქამადაძე აცხადებს, რომ ისინი 12 მარტის ღამეს ბათუმში სოლიდარობას გამოხატავდნენ და ეს ნორმაულია: "მე არ მინდა "ევროპული საქართველოს" განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, "ევროპული საქართველოს" ვუპასუხებ, როდესაც მშვიდობიან აქციაზე, სადაც ადამიანებს სამართლიანი მოთხოვნა ჰქონდათ, სოლიდარობას გვიწუნებენ, კარგად გაიხსენონ, რომ მათი ორგანიზაციის მთელი აჭარის შემადგენლობა, ამ აქციაზე იმყოფებოდა და სოლიდარობას უცხადებდნენ აქციის მონაწილეებს. სხვა რას ნიშნავს აქციაზე ყოფნა, თუ არ ხარ სოლიდარული... მათ შორის, როდესაც სატელეფონო ჩართვები ჰქონდათ სხვადასხვა არხებზე და აცხადებდნენ აქციის მიმართ სოლიდარობას. ეს განცხადება ცოტა არასერიოზულია მათი მხრიდან, თუმცა მე მათ განცხადებას არ ვპასუხობ.სოლიდარობა შეიძლება გამოხატო სიტყვით ან ქმედებით. ამ ადამიანებმა გამოხატეს ქმედებით, იმიტომ რომ იქ იყვნენ, რაულ თავართქილაძე მათი ორგანიზაციის ლიდერი იმყოფებოდა აქციაზე, ჰქონდა სატელეფონო ჩართვა "რუსთავი 2"-ზე" 00:34 წუთზე, სადაც ის ,ამ აქციას სოლიდარობას უცხადებს", - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.  
    2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქამადაძე ბათუმის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარად იყრიდა კებჭს ნაციონალური მოძრაობიდან.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი