უკვე მეორედ საქართველოში კონკურსი „მის მკერდი“ გაიმართება. „მის მკერდი 2017“ -ის შესარჩევი ქასტინგი დაიწყო… შარშან ჩვენ კონკურსის ორგანიზატორებს და კონკურსანტებს ბრალი საზოგადოებაში სექსიზმის გაღვივებაში დაგვდეს, წელს „მის მკერდი“ ამ თემას გამოეხმაურება და კონკურსი და კონკურსანტები სექსიზმის წინაშე გაილაშქრებენ სპეციალური ფლეშმობით, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბანში გაიმართება. ასევე კონკურსი გენდერულ თანასწორებას და ანორექსიის სოლიდარობის გამომხატველი იქნება“, ეს გზავნილი კონკურსის ორგანიზატორებმა, იოსებ კავკავაშვილმა და ნინო ადამაშვილმა განათავსეს სოციალურ ქსელში. ჩვენ იოსებ კავკავაშვილს დავუკავშირდით.
– როდის გაიმართება ფლეშმობი?
– კონკურსის ფინალი მაისში გაიმართება, ფინალამდე რამოდენიმე ფლეშმობი გვექნებაა, მათ შორის ფოტოსესია, რომელიც სექსიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამით ჩვენ ვუპასუხებთ იმ ადამიანებს, მაგალითად: ბაია პატარაიას, ელზა ჯმუხაძეს, თეა გოგოტიშვილს და ასე შემდეგ, ვინც „მის მკერდს“ უსაფუძვლო ბრალდებები წაუყენა და კონკურსის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, თავისი ინტერესებისთვის გაილაშქრა და არ აწუხებდათ რეალურად ის ფაქტი, რომ კონკურსი სოლიდარობას კონკრეთულ თემას უცხადებდა.
– როდის მთავრდება შესარჩევი ტური?
– შესარჩევი ტურები 5 მარტს დამთავრდება, თუმცა, მანამდე ერთი ფოტოსესიაა დაგეგმილი, რომელიც ანორექსიის ცნობადობის გაზრდას მიეძღვნება. ჩვენ შარშან განვაცხადეთ, რომ საზოგადოების ვითომ ვაი „კონსერვატიული და ლიბერალური” ნაწილის არ გვეშინოდა და მომავალ წელს კონკურსი კვლავ გაიმართებოდა.
– საინტერესოა, როგორ ითანხმებთ გოგონებს, მიიღონ მონაწილეობა ამ სახელწოდების კონკურსში, ჩვენს ქვეყანაში არც ისე კარგად აღიქმება, მსგავსი დასახელები კონკურსები…
– მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვეს გოგონებმა. რას ნიშნავს კარგად არ აღიქმება? ჩვენ 21-ე საუკენეში ვცხოვრობთ და ლამაზი მკერდის გამოჩენა სულაც არაა ამორალური და მითუმეტეს ბოზობა.
– რა არის მთავარი კრიტერიუმი კონკურსანტების არჩევისას?
– განსაკუთრებული პარამეტრები არ მოეთხოვებათ მონაწილეებს. მკერდის ზომა უნდა იყოს სამი და მეტი და აუცილებლად ბუნებრივი. ყოველგვარი პლასტიკური ქირურგიის გარეშე, სილიკონს ყველა გაიკეთებს.
– ანუ ტრანსექსუალებს ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ?
– რა შუაშია ტრანსექსუალი?
– მკერდი მათაც აქვთ…
– ჯერ ერთი, თავიდან ტრანსექსუალი იყო მამრობითი სქესის, რომელმაც გაიკეთა მკერდი. მეორეც, ეს ნატურალური ქალების კონკურსია და მესამე, მათ გაკეთებული მკერდი აქვთ…
ზოგადად არ ვარ ჰომოფობი, მაგრამ საქართველოში მცხოვრები ყველა ტრანსექსუალის მეშინია რატომღაც, გარდა კესარიასი.
– და ბოლოს, თუ საიდუმლო არ არის, რა პრიზებით დაჯილდოვდება გამარჯვებული?
– პრიზები იქნება, რა თქმა უნდა, გვირგვინი და სხვადასხვა საკმაოდ საინტერესო ფასიანი საჩუქრები.
ნინო მჭედლიშვილი
წყარო
წყარო