მისივე თქმით, ხაბაძეს სტრასბურგში ერთ-ერთი ვიზიტისას თან ახლდა დაკავებული დეკანოზიც.
“ძალიან კონტრასტული დამოკიდებულებაა, თუ ერთი ამბობს, რომ ის იყო კარგი მოძღვარი, კარგი ადამიანი, მეორე ნაწილი სერიოზულ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოხატავს უარყოფით მოსაზრებას. გიორგი მამალაძე გახლდათ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან დაახლოებული პირი და იმ ვითარებაში, როდესაც იყო სააღდგომო მძიმე მარხვა, ის აღმოჩნდა ჩემს მიერ ორგანიზებული ღონისძიების დელეგაციაში. იმ დროს საპატრიარქოსთვის მოწვევა არ გაგვიგზავნია”,-ამბობს მედია ვასაძე.