ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ინგა გრიგოლია განცხადებას ავრცელებს!

    img
    „სინამდვილეში ხომ ეს მედია ამბები ახლა არ დაწყებულა“- ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. „სინამდვილეში ხომ ეს მედია ამბები ახლა არ დაწყებულა. ეს დღეები სულ თავს ვიკავებ და მგონი სჯობს, ეხლაც არ ვთქვა რას ვფიქრობ სინამდვილეში. როდის ვამბობდი, ყველას შეეხება ეს პრობლემა-თქო. „რეაქციის“ დახურვის მეორე დღიდანვე. მაშინ რანაირი გაპრავება არ მოვისმინე და წავიკითხე. მწყინდა, ვბრაზობდი და თან მიკვირდა, როგორ ვერ ხვდებიან, რომ ეს დახურვა-დაკეტვა მხოლოდ „რეაქციით“ არ დასრულდება-თქო… ხოდა ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია,მეგობრებო. როგორ მიკვირდა მაშინ ბევრის დუმილით. კარგით, გავჩერდები, რომ ვინმეს არ ვაწყენინო. წარმატებები ყველას“, – წერს გრიგოლია. შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელზე ყველა გადაცემა შეჩერდება, მოამბის გარდა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი