ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ამ წუთებში ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია ალეკო ელისაშვილზე...

    სკანდალური ინფორმაცია ალეკო ელისაშვილზე
    “ქართული ოცნების” წევრი ოთარ აბესაძე საკრებულოს წევრს ალეკო ელისაშვილს მიმართავს:
    ”ბატონო ალეკო, ყველაფერს აქვს საზღვარი. საკუთარი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ადამიანს დააბრალო ის, რაც ბუნებაში არ არსებობს ეს უკვე მეტისმეტია. მსგავსი ტიპის აღვირახსნილი პოპულიზმით “ოცნებას ვერ აიხდენთ” და მერი ვერ გახდებით. თბილისი ძალიან პატარა ქალაქია აქ ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. პოპულისტ მატყუარას ხმას არ მისცემენ. მოიტყუო და ადამიანს დააბრალო ის რაც დოკუმენტალურად არის დადასტურებული არის მსუბუქად რომ ვთქვა იდიოტობა.
    ჩემს მეგობარ კარლო ლაფერაძეს ბრალს დებ კორუფციაში და იშველიებ იმ ქონების რეალიზების საქმეს, რომელიც გაიყიდა 2014 წლის თებერვალში (წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში) და კარლო მერიის ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს 2015 წლის აპრილიდან.
    საუბრობთ თემაზე, რომლის დეტალები არ იცით და აწყობთ პრესკონერენციას მხოლოდ პოლიტიკისთვის.
    თქვენ ხართ საკრებულოს დეპუტატი და ამ კონკრეტული ქეისის შესახებ ერთხელ მაინც გამოგითხოვიათ ინფორმაცია ქონების მართვის სააგენტოდან? არა! იქნებ ახლა მაინც დაინტერესდეთ. არის აქ მითითებული ის მონაცემები, რაც მოგცემთ საშუალებას სრულყოფილად გაეცნოთ დოკუმენტებს და შემდეგ გამოიტანოთ დასკვნა. ბატონო ალეკო, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები! მე ძალიან კარგად მესმის არჩევნები ახლოვდება და გინდათ “აწიოთ დუღილის ტემპერატურა”, მაგრამ ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში, რადგან ეს კატა საერთოდ არ არის მანდ. ზუსტად ვიცი ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მეც კორუმპირებულს დამიძახებთ. არ შეწუხდეთ მეთვითონ გამოგიგზავნით განათლებისა და მენციერების სამინისტროდან მოყოლებული დღემდე რაც “მაღალ” თანამდებობებზე ვარ თითოეული თვის ხელფასის თუ დანამატის ანალიზს, მივლინებებს, ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ჩემს დისერტაციას იქნებ მანდ მაინც იპოვნოთ ლაფსუსი, ჩემი ოჯახის უკანასკნელი 50 წლის ქონებრივ დეკლარაციას და ა.შ. ბევრი ეძებეთ, იქნებ რამე იპოვნოთ!თქვენ ხართ მატყუარა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ქულების გამო სვრის კეთილსინდისიერ ადამიანებს! ერთი კი იცოდეთ სულ, თბილისში ყველამ კარგად იცის ვინ არის ოთო აბესაძე და ვინ ხართ თქვენ. წარმატებებს გისურვებთ”, 
    – მიმართავს აბესაძე ელისაშვილს.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი