მსახიობი შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შორენა არის პირველი ქალი, რომელიც გადაეფარება ყოველთვის პატრიარქს.
“შორენა, რომ არ ყოფილიყო, შეიძლება პატრიარქი მომკვდარიყო. შორენა არავის არ უშვებდა პატრიარქთან. როგორ შეიძლება ამაში მისი დადანაშაულება, ის აღარ არის იმ სასაკში რომ გაუთავებლად ვიღაცა ეჯდეს და ესაუბროს. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და პატრიარქი, რომ ცოცხალია, შორენა არის პირველი ქალი, რომელიც გადაეფარება ყოველთვის პატრიარქს. მე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი ცუდი, რადგან ის ყოველთვის კარგს აკეთებდა”, – განაცხადა გურანდა გაბუნიამ.