ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე საუბარი არ არის

    ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე საუბარი არ არის
    საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

    მისი თქმით, საუბარია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კომპეტენციების გამიჯვნაზე.
    „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში განიხილება პრეზიდენტის კომპეტენციების მომწესრიგებელი თავი. განხილვის პროცესში საუბარი არ იყო არც სტატუსის და არც უფლებამოსილების შეზღუდვაზე. საუბარი მიდიოდა თითოეულ ნორმაზე და მათ შესაძლო გადასინჯვაზე. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, არის კომპეტენციების მკაფიო გამიჯვნა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს არის მუშაობის ამოსავალი წერტილი და აქ არ არის საუბარი რაიმე შეკვეცაზე ან გაფართოებაზე. აღნიშნულ თავს დაზუსტებები აუცილებლად სჭირდება და ამ კუთხით მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ასევე არ განიხილება არც ვეტოს დადების ჩამორთმევის საკითხი, არც უშიშროების საბჭოს გაუქმება. საუბარია მხოლოდ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შეეხოს ამა თუ იმ მუხლს და ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და მისი თითოეული წევრის მიდგომა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 
    ცნობისთვის, გუშინ საიას წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების ახალი ვერსია გავრცელდა. კერძოდ საუბარია, რომ ვეტო-ს დადებაზე, შეწყალებასა და მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე მას კონტრასიგნაცია დასჭირდება. ამ იდეის ავტორი ექსპერტი თენგიზ შარმანაშვილია.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი