ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გელა ზედელაშვილი: გაიგეთ ახალი ამბავი?

    Картинки по запросу გელა ზედელაშვილი
    ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

    „გაიგეთ ახალი ამბავი?

    „რუსთავი 2"-ზე ინდური და თურქული სერიალები რომ გადის, სულ ნიკა გვარამიას დამონტაჟებული ყოფილა!

    როგორც ბოლივუდის, ჩმოლივუდის და სტუდია „ჰაჯი ოღლუს" წარმომადგენლები ამბობენ, პერიოდულად ერთი წვერცანცარა ტიპი ჩამოდის თბილისიდან, რაღაც უცნაურად დაიკვანწება, შავ მასალას ვაძლევთ, თვითონ ჭრის, აწებებს და ეთერში უშვებსო. ჯერ ერთი, ეგრე უფრო იაფი უჯდება და მეორეც - ისე ამონტაჟებს, ძალიან მძაფრი გამოდისო. ესეც რომ არ იყოს, ჩვენ ამდენი დებილობის დამონტაჟების ნერვები სად გვაქვსო?

    ბოლივუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის თქმით, ბოლო ჩასვლაზე გვარამიას, თურმე, რაჯ კაპურის კადრები აჩვენეს და ატყდა - გინდათ თუ არა, ეს ბიძინა ივანიშვილის ფარული კადრებია, 10 მილიონს გადავიხდი, გამატანეთო. ამ ეტაპზე ბოლივუდში ფიქრობენ, არ იციან, როგორ მოიქცნენ.

    სტუდია „ჰაჯი ოღლუს" მესვეურები კი აცხადებენ, რომ ამ ტიპს ბოლო დროს ისეთი ფილმებისკენ აქვს მიდრეკილება, რომელთა სათაურებშიც ფიგურირებს სიტყვა „მრისხანება" - მაგალითად, „ქოსემის რისხვა", „მრისხანე გული" და ასე შემდეგ. გვარამია გვარწმუნებს, ეხლა მრისხანე ხასიათზე ვარ და სწორედ ეგეთი ფილმები მჭირდებაო!" - წერს გელა ზედელაშვილი.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი