მე ჯერ არ ვარ დედა, მაგრამ მიახლოებით მაინც ვიცი რას ნიშნავს დედისთვის შვილის სიკვდილი, თანაც ერთადერთი შვილის, რომლის გარშემოც ბრუნავს დედამიწა!
ახალ გაღვიძებულ დედაჩემს საშინელი ტრაგედიის შესახებ ვაუწყე:
“დე, მაია ასათიანის შვილი გარდაიცვალა”
დედაჩემის ამოოხვრა იყო იმ ტკივილის გამოხატულება, რასაც
დილიდან არ წყდება სოციალურ ქსელში ამ ტრაგედიასთან დაკავშირებული ინფორმაციები, დედამ ყველა სათითაოდ გადაიკითხა და გულამომჯდარი ატირდა:
“შენ ჯერ კიდევ არ იცი რას ნიშნავს დედისთვის შვილი, არც ერთი დედა არ იმსახურებს ამას.”-მითხრა დედაჩემმა და პირჯვარი გადამსახა.
ცრემლები მომადგა, ყელში რაღაც გამეჩხირა და ღრმად ამოვისუნთქე, სათანადოდ ვერ შევძელი ტკივილი გამომეხატა…
მთელი დღე ეს ტრაგედია არ მშორდება, ვერაფრით ვახერხებ სხვა თემაზე კონცეტრირებას.
სამწუხაროდ, მაია არ არის ერთადერთი გამწარებული დედა ამ ცოდვილ დედამიწაზე, მაია არ არის ერთადერთი, რომელმაც მთელი ცხოვრება უდიდესი ტკივილით უნდა იცხოვროს, მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე მთელი ქვეყნისთვის გახდა ცნობილი.
წარმოდგენა არა მაქვს ვინ არიან, ან რამდენნი არიან, ისინი ვინც, შვილმკვდარ დედას ნაცვლად ნუგეშისა, ღვარძლიანად მოიხსენიებენ, მაგრამ ცხადია ასეთი ადამიანები ცხოვრებას ჯერ არ გაუმწარებია, რადგან არ შეუძლიათ სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიტანა.
შვილმკვადრი დედები ცხოვრებას აჩრდილებივით, მაგრამ მაინც აგრძელებენ…
ხატია მუმლაძე წყარო