ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ახალი დეტალი ე.წ ციანიდის საქმეში, რა ხელწერილი დევს საქმის მასალებში (ვიდეო)

    “იბერიის” ინფორმაციით ე.წ. ციანიდის საქმეში არსებობს ხელწერილი, სადაც გიორგი მამალაძე საქმის ერთ-ერთ მოწმეს ირაკლი მამალაძეს ხელწერილით სთხოვს ციანიდის მოპოვებას.
    ამ საკითხზე გამოძების მიერ ექსპერტიზაა დანიშნული და გამომძიებლები ბათუმში მუშაობენ.
    ბათუმის სასულიერო აკადემიაში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ, სადაც სასწავლებლის თანამშრომელს სთხოვეს, რომ მათთვის გადაეცათ მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერი რათა კალიგრაფიის შედარება მოხდეს.
    როგორც სასწავლებელში აცხადებენ, მათთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი ბათუმის პროკურატურის მოწმობით, რომელიც ითხოვდა მამა გიორგი მამალაძის ხელნაწერს, თუნდაც ფურცლის ნაწილს. სასწავლებლის თანამშრომლების უნდობლობა ამ პიროვნების მოთხოვნის ფორმამ გამოიწვია.
    “მოვიდა ახალგაზრდა, რომელმაც წარმომიდგინა დოკუმენტი, რომელიც იყო აჭარის პროკურატურის. არ ვიცი რამდენად სანდო იყო ეს დოკუმენტი. ის ითხოვდა მამასო ხელნაწერის ნაწილს, თუნდაც პატარა ფურცლის ნაგლეჯს. მოთხოვნის პროცესი იყო ისეთი, რაც იწვევდა უნდობლობას. დროდადრო ტელეფონით ეკონტაქტებოდა სხვა პიროვნებას”,-აცხადებენ აკადემიაში

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი