ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები

    Картинки по запросу მიხეილ ჯანელიძესაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - კონფლიქტები ევროპაში სიტყვით გამოვიდა. გთავაზობთ ამ გამოსვლის ტექსტს:

    ბატონო პრეზიდენტო,

    უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო უკრაინას, როგორც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, ამ დროული და ძალზე მნიშვნელოვანი დებატების გამართვისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ფოკუსირება მოვახდიოთ ჩვენს რეგიონზე და გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები, თუ როგორ ვუპასუხოთ უსაფრთხოების კუთხით ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ჩვენს კონტიტნეტზე არსებულ არასტაბილურ გარემოს.მსურს მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, ბატონ ანტონიო გუტერეშს და ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ ლამბერტო ზანიერის დებატებში მონაწილეობისა და კონტრიბუციისათვის.
    გაერო შეიქმნა, რათა დაესრულებინა ომი და ემოქმედა, როგორც საერთაშორისო ინსტრუმენტს კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის მიზნით.მიუხედავად ამისა, დღეს ძნელად თუ მოიძებნება რეგიონი, რომელიც არ დგას დაპირისპირებებისა თუ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე.ევროპაში არსებულ კონფლიქტებს აქვთ მრავალი მსგავსება და საერთო ნიშანი, სადაც დარღვეულია მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.პირველად, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ, უკრაინაში. შესაძლებელია ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ.
    ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთკ/ეუთო-ს ძორითად დოკუმენტებში საწინააღმდეგო მიმართლებით შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნდით მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკას.განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ინგრევა უშიშორების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც სწორედაც რომ უნდა იცავდეს საერთაშორისო პრინციპებს.გასულ ათწლეულში, გაჭიანურებული კონფლიქტების გადაუჭრელობამ და ახალი კონფლიქტების გაჩენის თავიდან ვერ აცილებამ დაგვანახა არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანება.
    ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ 16 წლის განმავლობაში, 90-იანი წლებიდან დაწყებული, საქართველოში კონფლიქტის თემატიკაზე საბჭომ მიიღო 39 რეზოლუცია, რომლებიც ადასტურებდა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობდა ეთნიკურ წმენდას და ხაზგასმით იყო აღნიშნული - ვციტირებ - სერიოზული ძალისხმევა ყოფილიყო მიმართული  იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის,  მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით . “
    საქართველოს გამოცდილებით: კონფლიქტმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო კულმინაციას მიაღწია 2008 წელს, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით. საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავლებელ ადრეულ ნიშნებზე.უფრო მეტი, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც გვქონდა, რადგან 2009 წელს, UNOMIG და ეუთო-ს მისიები ცალმხრივად იქნა დაბლოკილი რუსეთის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გაზრდილი საჭიროება ამ მისიების ადგილზე ყოფნისა და ვითარების მონიტორინგისთვის. ეს ნათლად ადასტურებს, რომ ყველა გაჭიანურებული თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს არსებობს ესკალაციის საფრთხე. აღნიშნული გარემოება ქმნის უშიშროების საბჭოს მხრიდან რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობას ნაცვლად ცალკეულ შემთხვევებში უკვე წარმოშობილ კრიზისულ ვითრებაზე რეაგირებისა.აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ.
    ბატონებო და ქალბატონებო,
    მაშინ როდესაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი უკვე 8 წელია თანა-მოდერატორების სახით არიან ჩართულნი რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა მიღებულ იქნას ხელშესახები შედეგი, რაც უპირველეს ყოვლისა, საჭიროებს ყველა მხრიდან პოლიტიკურ ნებასა და მზადყოფნას.საჭიროა უფრო მეტი ჩართულობა თანა-თავმჯდომარეებისა და გენერალური მდივნის მხრიდან, რათა პროცესის მართვა და შეფასება  ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ გენერალურ მდივანს, რათა უფრო ძლიერი ლიდერის როლი შეასრულოს.
    ბატონო პრეზიდენტო,
    ჩემი ქვეყანა უკვე დიდი ხანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის კონტრუქციული და მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულია. მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სურს ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ისწრაფვის, რომ რეგიონში დამყარდეს მშვიდობა. სწორედ ამ სულისკვეთებით საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია.
    2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა.ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. გასული წელი აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზიმის აღდგენით.რაც შეეხება ურთიერთობას ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ისტორიისა და მომავალის განუყოფელი ნაწილნი, მიუხედავად ამჟამად არსებული ხელოვნური ბარიერებისა. ალტერნატივა არ აქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნებას, ასევე, ყველა ეთნოსის წარმომადგენლის სრულ  რეინტეგრაციას ერთიან, მრავალფეროვან საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ისევე როგორც განსხვავებული ჯგუფების კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება იქნება დაცული. ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.
    ჩვენ მყარად მივყვებით ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს იმ ხალხთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა იმ კეთილდღეობასა და სარგებელს, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის არის.მზად ვართ  შევთავაზოთ მათ ყველა ის მიღწევა, რომელიც გვექნება განვითარების გზაზე.აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის  ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას,  დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით.საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, არის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება.პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს.
    ამასთან, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს აღნიშნული მისიის მანდატითაა გათვალისწინებული, ასევე, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს,  დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.საქართველო გამოხატავს მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით.რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოდან.
    და ბოლოს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაადასტუროს ერთგულება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ.აღნიშნულ კონტექსტში, ბატონო პრეზიდენტო, ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თქვენი და სხვა ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ  ჩვენ ყველამ არ დავიშუროთ ძალისხმევა იმ კონფლიქტების ეფექტიანი გადაჭრისთვის, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი