ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ. "ბევრი კი არ დაჭირდება ივანიშვილს, აი, ახლავე გააფუჭებს კვირიკაშვილს ამ, მისთვის უმნიშვნელოვანეს საკითზე. კვირიკაშვილიც წინააღმდეგობას ვერ გაწევს, რადგან არაფერია ივანიშვილისთვის ამ საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი და მინიმალურ განსხვავებულ აზრსაც არ დაუშვებს. ამას პლიუს აფხაზეთის რკინიგზის გახსნა რუსეთის სომხეთთან დასაკავშირებლად (რაც, როგორც კი ეს ამბავი მორჩება, აუცილებლად შემდეგი ნაბიჯი იქნება) და კარგად იყავი ჯორჯია, გამარჯობა გრუზია. არ გამოვრიცხავ, სწორედ ამ საკითხის გამო იყოს პოლიტიკაში მოსული/მოყვანილი ივანიშვილი და ქვეყნის გეოპოლიტიკური კულმინაციის მომსწრეები გავხდეთ უახლოეს დროში.
წყარო