ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ხელისუფლებისგან მიტოვებული ჭიკაიძეების ოჯახი სოფელ ხომიდან

    ხელისუფლებისგან მიტოვებული ჭიკაიძეების ოჯახი სოფელ ხომიდან
    ჟურნალისტი გოგა ჩანადირი ახლახან დაბრუნდა ფშავიდან და სოციალურ ქსელში ერთი ოჯახის პრობლემების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
    Mtisambebi.ge -ს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ვიყავი სოფელ ხომში, ფშავში, რომელსაც ვარსკვლავეთსაც უწოდებენ და სადაც ზამთარ-ზაფხულ 6-10 კომლი ცხოვრობს.სოფელი ულამაზესია, აქ მართლაც დიდი სიხარულით დაითვლით ვარსკვლავებს. თუმცა, ეს სიხარული არ აქვთ ჭიკაიძეების ოჯახს.
    1993 წელს ლადოს მიწისძვრისგან სახლი დაენგრა. მას შემდეგ წელში ვერ გაიმართა. მხოლოდ ხუხულას აგება შეძლო. ჰყავს 4 შვილი. ნაბოლარა მარიამი 7 თვისაა, ალიკა 3-ის, გია 5-ის, გიორგი კი 26 წლის. ოჯახში ასევე არიან ლადოს მეუღლე და დედა. დუშეთის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე, დეპუტატები სახლის აშენებას სულ პირდებოდნენ, მაგრამ სასურსათო და სოციალური დახმარების გარდა, საქმე არ დაძრულა. ყველაზე გულისხმიერად კი დუშეთის საკრებულოს წევრი ქალბატონი სალომე ეხმარება. ოჯახი ძირითადათ ეთო ბებოს 216-ლარიანი პენსიის იმედზეა. ირღვევა ბავშვების უფლებები. მათ, ასაკის მიუხედავად, მეტყველება უჭირთ, არ აქვთ სკოლამდელი განათლების საშუალება, მოწყვეტილნი არიან გარემოს. ხომში ასასვლელი გზა ცუდია. ჩვენ წინ და უკან 4-4 კმ-ის ფეხით ასვლა მოგვიხდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს ჭიკაიძეების ოჯახზე
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი