ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სოზარ სუბარი: ნიკა გვარამიას სახე კარგად გამოჩნდა...



    დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პრაიმტაიმთან" „რუსთავის 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც სუბარი აღნიშნავს, სასამართლო პროცესში ვერავინ ჩაერევა. მისი თქმით, ეს არის დავა კერძო პირებს შორის. რაც შეეხება მოსამართლე ნაზღაიძის თემას, სუბარის განცხადებით, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც მოსამართლე ნაზღაიძესთან და არც მის ძმასთან, რადგან მოსამართლის ძმა მხოლოდ ფორმალურად იყო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული.

    „რამდენადაც „რუსთავი 2" დღეს არის ყველაზე ყურებადი ტელევიზია, როგორც წესი, მისი ნათქვამი ხდება დღის წესრიგის შემქმნელი. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც ეს ტელეკომპანია გვარწმუნებდა და რეალურად მათ მიერ გაჟღერებული ცილისწამებების მიღმა არაფერი არ დგას. ნიკა გვარამიას სახე კარგად გამოჩნდა, როდესაც ის აშატაჟებდა პოლიტიკოსებს, მაგალითად, პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც როგორც ცუდი დამრიგებელი პატარა ბავშვს, ისე ტუქსავდა. იგივე ტონი აქვს მოსამართლეებთან მიმართებაშიც. ჩნდება ეჭვები, ადგილი ხომ არ აქვს მოქრთამვას, რასაც გამოძიება გაარკვევს.

    რაც შეეხება მოსამართლე ნაზღაიძის საკითხს, მისი ძმა მხოლოდ ფორმალურად იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. როგორც გაირკვა, რეალური მფლობელი გახლდათ ვინმე ჩოხელი, რომელმაც კომპენსაცია მიიღო სხვა მოქალაქეების მსგავსად. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი თემებია, რათა როგორმე გადაფარონ სამართლებრივი დავა. რეალობა კი არის ასეთი: ქიბარ ხალვაში და ტელეკომპანიის კიდევ უფრო ძველი მეპატრონეები დავობენ თავიანთ საკუთრებაზე. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და აქ ვერავინ ჩაერევა. ხელისუფლებას არც ნება და არც ბერკეტი არ გააჩნია, რომ ამ პროცესში ჩაერიოს. გადახედეთ ჩემს მიერ სახალხო დამცველის რანგში გამოქვეყნებულ ანგარიშებს. იქ ცალსახად ვწერდი, რომ ქიბარ ხალვაში გახდა საკუთრების ხელყოფის მსხვერპლი, არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან მიმართებაში, არამედ სხვა ბიზნესებთან მიმართებაშიც", - ამბობს სუბარი.


    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი