ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    კარგი ხარისხისაა, სკოჩებით მიკვრა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ მიაკრათ

    ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან, უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას პასუხად პლაკატი გამოფინა, რომელზეც 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” დარბევის კადრები იყო აღბეჭდილი.
    ” როცა  პლაკატებს აკრავთ- “არა მედიის შტურმს”, როგორც მინიმუმ გუშინდელი დღე უნდა გავიხსენოთ. არ უნდა გადაგვავიწყდეს, თუ რა ბექრაუნდი აქვთ ადამიანებს, რომლებიც იღწვიან იმისთვის, რომ ვიღაცას დაანახონ, თითქოს მედია არ არის თავისუფალი და მედიაზე ვიღაც შტურმს ახორციელებს. როდესაც მედიაზე შტურმს გააპროტესტებთ და პლაკატს გამოფენთ, როგორც მინიმუმ, ესეც უნდა მიაკრათ ხოლმე გვერდით. სხვათა შორის, კარგი ხარისხისაა, სკოჩებით მიკვრა არ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ პირდაპირ მიაკრათ, თუ ამისი ნება გექნებათ, შემდეგ კი გაიხსენოთ, რას აკეთებდით გუშინ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.” – განაცხადა მდინარაძემ და პარლამენტის ტრიბუნაზე ”იმედის” დარბევის ამსახველი პლაკატი გაშალა.
    როგორც მდინარაძემ განაცხადა, პლაკატს ის საჩუქრად ოპოზიციას გადასცემს.
    .
    პარლამენტის სხდომათა დარბაზში, უმცირესობის ფლიგელში გადმოფენილია ბანერი, წარწერით ”არა მედიაზე შტურმს”. ამ ფორმით ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ”რუსთავი2”-თან და ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებული პროცესი გააპროტესტეს.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი