ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" თემაზე, ამავე ტელეკომპანიის გადაცემა "კურიერის" ეთერში მიწვეულ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ -ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს , მასპინძელი ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ გონებრივად გაჭირვებული, გამყიდველი ადვოკატი , სუსის აგენტი და მქსოველი უწოდა.
- "არათუ ყველაზე ანაზღაურებადი ადვოკატი არ იყავით, არავის არ გაუგია თქვენი საადვოკატო მოღვაწეობის შესახებ, არაფერი საერთოდ. თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა მთელი 4 წლის განმავლობაში, ფულს იღებდა კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც. სუსის აგენტი იყავით ჩევეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი, რომელიც გაყიდეთ ჩვეულებრივად.
ყიდიდით თქვენს კლიენტებს, ეს დაგიფასდათ და ამაში აიღეთ ფული , არც ადვოკატად ვარგიხარ, არც კაცად და არც პოლიტიკოსად, პირდაპირ ეთერში გეუბნები მაგას. გაგაფუჭათ ბიძინა ივანიშვილმა, თქვენი კარიერის დასაწყისში. ორუჯრედიანი ხართ საერთოდ და ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში.
იურისტი ხარ თუ მქსოველი? არც თქვენი ადვოკატობა გაუგია ვინმეს და არც თქვენს პოლიტიკოსობას გაიგებს, როცა წახვალთ. "- განაცხადა გვარამიამ. წყარო