მანქანა, რომლითაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო გადაადგილდებოდა, ავარიაში მოყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარია კრაკოვთან მოხდა. მედია წერს, რომ პრემიერი კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავდა პრემიერის დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც სავარაუდოდ ფეხის მოტეხილობა აღენიშნება.
წყარო