ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ჩვენ დავინტერესდებით, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები ასეთი მონტაჟით შემოსულიყო


    ჩვენ დავინტერესდებით, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები ასეთი მონტაჟით შემოსულიყო
    ჩვენ დავინტერესდებით სერიოზულად, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები ასეთი მონტაჟით შემოსულიყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.მამა მიქაელმა კომენტარი გააკეთა 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით. მამა მიქაელის თქმით, ამ ფაქტის შესახებ დღეს შეიტყო. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ვიდეო გარკვეულმა პირმა მიზანმიმართულად დაამონტაჟა. „ამ წუთში ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ დელეგაცია არ დაბრუნდება და არ შევიტყობთ, ვინ მოახდინა ამ ჩანაწერის მონტაჟი. რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაც, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მისი ინტერესების სასარგებლოდ, ასეთი დამონტაჟებული გამოუშვა ეს ფირი იქედან. ჩვენ დავინტერესდებით სერიოზულად, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები აქ ასეთი მონტაჟით შემოსულიყო და საჯარო სივრცეში ასე გავრცელებულიყო“, - აღნიშნა დეკანოზმა.მისივე თქმით, პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება, რომელიც სოციალური ქსელით 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში არ არის, ცვლის კონტექსტს.„პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება ცვლის კონტექსტს და როგორც ჩანს, უწმინდესს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა. ის რაც პროკურატურამ გაავრცელა, რაშია საქმე, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, როდესაც დაბრუნდებიან ეს საკითხი ძალიან სერიოზული დისკუსიის საგანი გახდება“, - განაცხადა მამა მიქაელმა.

    ტელეკომპანია „ობიექტივი“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. დღეს გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:
    „რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? - ამბობს პატრიარქი.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი