ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „მაინცკრატია“ - გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ახალ კინოს იღებს

    „მაინცკრატია“ - გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ახალ კინოს იღებს

    გუშინ ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც გოგა ხაინიდრავას ბიძაშვილისშვილის ძმაკაცია, აღმოჩნდა გოგას სახლში, სადაც ქეიფობდნენ ხაინდრავა, ბიძაშვილი, ბიძაშვილის შვილი და ჩვენი კორესპონდენტი. ჩვენი შეზარხოშებული ჟურნალისტი იხსენებს: „როდესაც ბატონი ბიძინას მეშვიდედ ვამბობდით, უცებ ტელეფონმა დარეკა. თავიდან არ გაგვიმახვილებია ყურადღება, მაგრამ როცა გოგას სახეზე შიშნარევი სიყვარული შევნიშნე, მივხვდი ვინც რეკავდა. მაშინვე ჩემი ტელეფონიც ავიღე და ხმის ჩამწერი ჩავრთე. ჩემს ბედზე, ნასვამ გოგას თითი რაღაცაზე დაეჭირა და „ლაუდსფიქერი“ ანუ ხმამაღალი რეჟიმი ჩაერთო. როცა ტელეფონიდან ამომავალი ხმა გავიგეთ, ყველანი დავდუმდით. ეს ხმა ყველასთვის ნაცნობი იყო. ანერვიულებულ გოგას არც შეუმჩნევია, რომ ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული ტელეფონი და ლაპარაკი დაიწყო, რაც მე ჩავიწერე“
    ჩვენ ამ ჩანაწერს გთავაზობთ.

    -ალო, ალო ფუუ
    -ჯთრფხხხ
    -ალოო, ალო გოგაა!
    -ჯფკრხგისმენთ ბატონო ბიძინა
    -ჯერ ერთი, შენ კი არა მე გისმენთ, ყველას, მეორეც, როგორ ხარ?
    -რა ვიცი, ბატონო ბიძინა, როგორ უნდა ვიყო ამ მთავრო... შესანიშნავად ვარ! დღითი დღე უკეთესად!
    -კაარგია, კარგი, მომწონს შენი განწყობა. რასთან დაკავშირებით გირეკავ აბა?
    -აარ ვიცი, ვერ ვხვდები..
    -აი, შენ არ იცი, მე კიდევ ვიციი.
    -რა თქმა უნდა, ბატონო ბიძინა.
    -მოკლედ, ჩემო გოგა, ხო გაიგე ეს ამბები? ნაციონალებს ხან ისინი გამოეყვნენ, ხან ესენი, ხან იქითა ფრთაზე გადავიდნენ, ხან აქეთაზე, მოკლედ იშლებიან ხუთიანები.
    -დიახ, შესანიშნავია ბატონო ბიძინა!
    -ბიჭო! რა არის შესანიშნავი! ესენი რომ დაიშალონ, მერე ხალხი რითი შევაშინოთ? რითი?! ვიღუპებით ჩემო გოგა.
    -ოოო, ეგ მართალია ბატონო ბიძინა, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? ყველა ჩანაწერი პატიმრების წამებაზე გავასაჯაროვეთ, კერძო ბიზნესების წილებზეც ყველამ  ყველაფერი იცის, მიწები რომ გაყიდეს, აღარც ეგაა უცხო. ბოლოს, მაგ ყველაფერზე ფილმიც კი გადავიღეთ თქვენივე მოფიქრებული გენიალური სახელით... ახლა რაღა ვქნათ ვერ ვხვდები.
    -ააი, შენ ვერ ხვდები, მე კიდევ ვხვდები ჩემო გოგა. აახალი ფილმი უნდა გადავიღოთ.
    -კიი, მაგრამ რაზე უნდა გადავიღოთ ეგ ფილმი, ბატონო ბიძინა?
    -რაზე და იმაზე, ნაციონალებმა რომ არჩევნები მოიგონ და ოცნება ჩამოვარდეს, რა მოხდება სახელმწიფოში.
    -დაკინოს რა დავარქვათ, ბატონო ბიძინა? რისი კრატია? „მაინცკრატია“ ივარგებს?
    -შეიძლება კი „მაინცკრატია“. ან პირდაპირ „მომავლის ნგრევოკრატია“ დაარქვი. მოკლედ, მთავარია მთავარია ძალიან მძიმე სურათი დახატე, თუ ოცნებას არ მიცემს ხმას ხალხი! ეფექტური იყოს და თუ გინდა „დანკრატია“ დაარქვი, თუ „დომკრატია“ თუ რაც ქვია იმას, მანქანას რომ წევენ მაღლა...
    -აჰ, ანუ „ნამიოკს“ მეუბნებით რომ მაღალ ფასიან მანქანას მაჩუქებთ? კაარგით, გადავიღებ ბატონო ბიძინა. და იიმაზე რა ვქნათ?
    -რაზე გოგა?
    -აი იმაზე რაა.. მანი-მანი
    -არ მესმის გოგაა.. ითიშება... ფშუ ფშუ
    -კი, მაგრამ, ბატონო ბიძინა, ბიუჯეტის გარეშე ფილმი როგორ გადავიღო?
    -აა, გოგა, გენიოსი ხარ, ბიუჯეტი, რა თქმა უნდა! შენ მაგ ფილმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოგეყოფა ორი, არა ათი მილიონი ლარი.. ცოტა შენთვისაც რომ დაგრჩეს!
    -დღესვე დავწერ სცენარს ბატონო ბიძინა.
    -აბა მიდი გოგა, შენ იცი.

    საუბრის შემდეგ გოგამ, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ შემთხვევით ხმამაღალი რეჟიმი ჩაერთო  და ჩვენ ყველაფერი მოვისმინეთ, აგდებულად ჩაილაპარაკა - „კააროჩე რაა, ეს ნაშები რა... მეხვეწებოდა ჩემთან ამოდიო, მარა ჯერ ძმაკაცები, ქალები მერე! მიდი მიდი, ჩამაასხი“
    ჩვენ კი სულ მალე პრემიერას ველით.

    წყარო: www.bstv.ge 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი