რას იტყვის დეკანოზი გიორგი მამალაძე
როგორც ადვოკატები აანონსებენ, ჩვენება, რომელიცდეკანოზმა გამოძიებას უნდა მისცეს და რომელსაც შემდეგსაზოგადოებასაც გააცნობენ, საკმაოდ სკანდალურია და ისთავდაყირა აყენებს პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულვერსიას. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის იარაღი. მამა გიორგიზუსტად იტყვის, ვინ სთხოვა იმ იარაღის სახლში დროებითშენახვა, რაც ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.
ორკვირიანი დაკავების შემდეგ დეკანოზი მზად იყოპროკურორისთვის ჩვენება მიეცა, მაგრამ პროკურორთან დაგამომძიებლებთან 3-საათიანი შეხვედრა გუშინ დაკითხვისგარეშე დასრულდა, რამაც ადვოკატების დიდი აღშფოთება გამოიწვია.
გუშინ პროკურატურის წარმომადგენლებს ე.წ. მატროსოვის ციხეში 15 საათიდან ელოდნენ, თუმცა მათ ერთისაათით დაიგვიანეს. პატიმართან შესვლამდე პროკურორმა თქვა, რომ მამალაძის ხმის ნიმუშებს აიღებდნენ, რითაც ბრალდების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის ნამდვილობა უნდა დადასტურდეს. ასევეაიღებდნენ ხელნაწერისა და დნმ-ის ნიმუშებს და თუ დრო დარჩებოდა, შემდეგ დაკითხავდნენ კიდეცბრალდებულს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხოლოდ ექსპერტიზისთვისნიმუშების აღება მოხდა, დაკითხვა კი გადაიდო.
"ციანიდის საქმის" გასამყარებლად პროკურატურის წარმომადგენელი ეწვია ჩაქვის სასულიერო გიმნაზიასაც, რომლის რექტორიც იყო გიორგი მამალაძე, თუმცა სასწავლებლის ხელმძღვანელობას პროკურატურისმოთხოვნა დეკანოზის ხელნაწერების გადაცემაზე საეჭვოდ მოეჩვენა და მის გაცემაზე უარი თქვეს.
"ჩემში უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ ის ითხოვდა მამაოს ხელნაწერს, ნებისმიერი სახის, თუნდაც პატარაფურცლის ნაგლეჯს და თვითონ მოთხოვნის პროცესი იყო ისეთი, რაც იწვევდა უნდობლობას. ეს ადამიანი იყოსხვისი გამოგზავნილი, ასე ჩავთვალე მე იმიტომ, რომ ის დრო და დრო ეკონტაქტებოდა სხვას და ის აძლევდაიქიდან რჩევებს," - განაცხადა დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძემ.
პროკური არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართეს არა მარტო ჩაქვის გიმნაზიას, არამედ იმსაავადმყოფოსაც, სადაც გიორგი მამალაძე მუშაობდა. საქმის მასალები გამოითხოვა სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობა უნდა მოეხსნას, რადგანთანასწორ უფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი ირღვევა.
მიქაელ ბოტკოველიც წავიდა და სოსო ოხანაშვილიც
"ციანიდის საქმის" გამოძიების პარალელურად, საპატრიარქოში დაპირისპირებისა და ბრალდებების ახალ-ახალი თემა ჩნდება. პატრიარქის მდივანი და პრეს-სპიკერის მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოდანწავიდა და დღეიდან საპატრიარქოს მედიასთან პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძეწარადგენს. ვინ დაიკავებს პატრიარქის მდივნის თანამდებობას, ეს უცნობია. ასევე უკვე გადააყენესპატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი და მის ნაცვლად დაინიშნა ვანო კობაიძე, რომელიც საბაჟოსყოფილი თანამშრომელი და პატრიარქთან დაახლოებული პირია. როგორც სოსო ოხანაშვილი, ისე ვანო კობაიძე შინაგან საქმეტა სამინისტროს კადრია.
ვანო კობაიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია პირველად ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა და შემდეგ ესდაცვის სამსახურში "რეზონანსსაც" დაუდასტურეს.
გუშინ "იბერიამ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ცნობა, რომ საპატრიარქოს დაცვის 17 წევრი გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა, რომლის სიძეცაა სოსო ოხანაშვილი, ხუთშაბათს თქვა, რომ სიძეს თავადაც ურჩია, დროებით მაინც გადამდგარიყო და, დიდიალბათობით, სოსო ოხანაშვილი მის მიერ დაანონსებულ ბრიფინგზე სწორედ ამ წასვლას თუ გაშვებასგაახმოვანებს.
ხუთშაბათს ბოტკოველი-ოხანაშვილის ურთიერთბრალდებებიც სწორედ სოსო ოხანაშვილის დაცვისუფროსობის თემას ეხებოდა და მამა მიქაელმა თანამდებობა ამ დაპირისპირების გამო პროტესტის ნიშნადდატოვა.
კონკრეტულად კი დაპირისპირების თემა გახდა ჟურნალისტების ინტერესი, აგრძელებდა თუ არა მუშაობასსოსო ოხანაშვილი. მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ არ იცის, მაგრამ ბოლო დღეებია ის საპატრიარქოში არუნახავს. ამ განცხადების გამო ოხანაშვილმა თქვა, რომ ბოტკოველმა იცრუა. საპასუხოდ, პატრიარქისმდივანმა იგი თავხედად მოიხსენია და თქვა, რომ ის მიდის, რადგან ბოლო დროს მიმდინარე ამბებითდაიღალა და მიუხედავად იმისა, რომ მას დაბრუნება სთხოვეს, ის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, დეკანოზ კახაბერგოგოტიშვილის თქმით, მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით სხვა დაინიშნება, მაგრამ პატრიარქისმდივნის პოზიციაზე ბოტკოველის ჩანაცვლება არ იგეგმება და იმედი აქვთ, რომ ის თავისი მოვალეობისშესრულებას გააგრძელებს.
გუშინ ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სოსო ოხანაშვილმა მიქაელ ბოტკოველს ხელიც გაარტყა, თუმცა ამას საპატრიარქოში არავინ ადასტურებს. თავად სოსო ოხანაშვილიმედიასთან კომენტარს აკეთებს, მიქაელ ბოტკოველი კი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს და სოსო ოხანაშვილს ნაძირალას უწოდებს.
"რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი, შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა," - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა, რომელიც ასევე ამბობს იმას, რომგადაწყვეტილებას არ ცვლის და საპატრიარქოში დაბრუნებას არ აპირებს: "მე ბავშვი არ ვარ, რომ ემოციურგანცხადებებს ვაკეთებდე... მივიღე აბსოლუტურად გაცნობიერებული გადაწყვეტილება. ამ ადამიანის გვერდითსაპატრიარქოში ვერ ვიქნები".