ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „გკლავს ის, ვის გამოც ცოცხლობდი“ – „ტყუილად ელოდები ეს-ემ-ესს, ზარს, კარში გასაღების ხმას“


    როგორ ვიკლავთ თავს??? – ასე იწყებს წერას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.
    „ოდესმე გიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეგიძლია ადამიანის მოკვლა იარაღის, საწამლავის და ფიზიკური მოქმედებების გარეშე? პასუხი მარტივია. ადამიანის “შიგნიდან” მოკვლა სრულიად შესაძლებელია. ეს შენც შეგიძლია… მეც… თითოეულ ჩვენგანს….
    ეს საშინელი ფიქრი მაშინ იბადება, როდესაც გიყვარდება. გიყვარდება უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, ფიქრის და საკუთარ თავზე ზრუნვის გარეშე. ამ დროს ადამიანს შენში შემოღწევის შანსს აძლევ. აძლევ იმის უფლებას რომ სულში გიფათუროს. მაგრამ მომავალზე არ ფიქრობ. შეიძლება სათუთად მოგექცეს და გრძნობას გრძნობითვე უპასუხოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მტკივნეული იქნება… ძალიან მტკივნეული. სამწუხარო ის არის, რომ ამ დროს საკუთარ თავს ვერ შველი, ფიზიკურად არ გამოგდის, ვერც ახლობლები გეხმარებიან. მოკლედ გამოსავალი არ არის, ან ანალოგიური გრძნობით გპასუხობენ ან ნელ-ნელა თავის მოკვლას იწყებ. შიგნიდან კვდები მაშინ, როდესაც სულ ტყუილად ელოდები ეს-ემ-ესს, ზარს, კარში გასაღების ხმას. შემდეგი ეტაპი საკუთარი თავის დადანაშაულებაა. იქნებ რამე ეწყინა? იქნებ მე დავაშავე? საბოლოოდ მაინც დავიწყებას დაიწყებ. ტირილით, სასმელით, მეგობრებთან ფსევდოგართობით, სიბნელეში მარტო ჯდომით, წოლით, სიჩუმით. მერე კარგად გახდები, მაგრამ ცოტა ხნით….. მოსვენებას არ მოგცემს იმაზე ფიქრი, რომ გიყვარს, გიყვარს არასწორად, გიყვარს ის, ვინც არ უნდა გიყვარდეს. ზუსტად ამ დროს ხვდები, რომ შინაგანად მკვდარი ხარ. აი ასე იკლავ თავს!!! არასწორად შერჩეული ადამიანის გულისთვის. გკლავს ის გრძნობა, რომელიც სიცოცხლის მიზეზს გაძლევდა. გკლავს ის, ვის გამოც ცოცხლობდი.
    ორი გზა რჩება: ერთნი ფრენას ირჩევენ, სხვები გულს ნაკუწ-ნაკუწ აწეპებენ და ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ღირდა. “ის” კი არ ღირდა, არამედ ის, რომ თავიდან დაიბადე და რომ ახალი “მე” წინაზე უკეთესი იქნება.“

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თამუნა მუსერიძე „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საკუთარ დეპრესიაზე და ფსიქიურ აშლილობაზე წერდა. „მეშინია სანდრომ არ მიმატოვოს“ – ვკითხულობთ თამუნას ინტერვიუში.

    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი