ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "ყვიროდა რომ მისთვის იერარქია არ არსებობს, რომ ის და შორენა მართავს საპატრიარქოს" - რას იხსენებს იღუმენია თამარი?




    იღუმენია თამარ გამყრელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპატრიარქოს ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. როგორც მონაზონი წერს, დაპირისპირება 2008 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ანდრიაძე უწმინდესმა საპატრიარქოს ტელევიზიას ჩამოაშორა. როგორც იღუმენია იხსენებს, ანდრიაძის ტელევიზიიდან ჩამოშორება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ანდრიაძე საპატრიარქოს ტელევიზიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. იღუმენია წერს, რომ ანდრიაძის ნაცვლად ტელევიზიის ხელმძღვანელად დროებით მეუფე პეტრე დაინიშნა.

    "2008 წელი იყო, ეს ის დროა როცა უწმინდესმა ჩამოაშორა გიორგი ანდრიაძე “საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია იბერიას” და მეუფე პეტრე დაინიშნა ამ ტელევიზიის დირექტორად. მიზეზი ალბათ ყველას გახსოვთ, ანდრიაძე საპატრიარქო ტელევიზიას იყენებდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ორ პერსონას იმედი ქონდა, რომ მეუფე ვერ გაუძლებდა მათ ზეწოლას (მეუფის დანიშვნამდე მეუფე სერგი ხელმძღვანელობდა ერთი თვე ამ ტელევიზიას) და ანდრიაძე მალე დაუბრუნდებოდა თავის ძველ ადგილს. მაგრამ მოხდა ის, რომ საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთადერთი ორგანიზაციაა დღემდე რომელსაც შორენა ვერ მართავს. ერთ დღესაც ურეკავს ქალბატონი შორენა მეუფეს და მოითხოვს ანდრიაძეს დაუბრუნოს ტელევიზიამ ვალი სოლიდური თანხის სახით. მეუფემ მე დამავალა შემესწავლა ეს საკითხი და თუ აღმოჩნდებოდა რომ მართლა ქონდა ტელევიზიას ანდრიაძის დავალიანება უნდა დაგვებრუნა. აუდიტთან ერთად გავარკვიე რომ არანაირი დავალიანება არ ქონდა ტელევიზიას. კარდინალმა საპატრიარქოში დამიბარა და შემახვედრა გიორგი ანდრიაძეს პირისპირ, როცა გადავეცი მას, რომ არანაირი ვალი არ აქვს ტელევიზიას და არ აპირებს არანაირი თანხის გადახდას, ის გახდა შეურაცხადი! ამბობდა, რომ ვერ შეურიგდებოდა თავისი ტელევიზიის დაკარგვას და კომპენსაციის სახით მისთის ფული უნდა გადაეხადა მეუფეს! მე როცა შევახსენე რომ ტელევიზია საპატრიარქოს კუთვნილება იყო, მიპასუხა რომ “საპატრიარქო” მხოლოდ “კლიჩკა” იყო და ეს ტელევიზია მისია! იმუქრებოდა რომ აქვს ჟურნალისტებთან და აგენტებთან კავშირები და გვიცხადებდდა საინფორმაციო ომს; პრესაში გაავრცელებდა მეუფის წინააღმდეგ ცილისწამებებს რაც შეულახავდა მეუფეს ავტორიტეტს! მოკლედ ღმერთმა ყველა სიბინძურე ათქმევინა რასაც აკეთებდა. დაემუქრა საპატრიარქოს, რომ იცის ბევრი რამ და მას შეეძლო ყველაფრისთვის ფარდა აეხადა და ა.შ. გამწარებულმა მითხრა რომ არსად წავსულიყავი და დამიძახებდნენ. ცოტახნის შემდეგ გამიყვანეს ოთახში სადაც გიორგისთან ერთად შორენაც დამხვდა. გაშმაგებული და შეურაცხადი იყო ანდრიაძე, ყვიროდა რომ მისთვის იერარქია არ არსებობს, რომ ის და შორენა მართავს საპატრიარქოს და არ დაუშვებს სხვა ჩაერიოს მათ საქმეებში. დაგვცინოდა სასულიერო პირებს, ლანძღავდა პატრიარქსა და მღვდელმთავრებს და ამბობდა მე მკითხეთ ვინ არიანო ისინიო!!! შორენა ცდილობდა გაეჩუმებინა და ხელს აფარებდა პირზე და მეკითხებოდა: რამდენი აქვს ბიუჯეტი ტელევიზიას? ვინ ეხმარება მეუფეს? ვინ აფინანსებს ტელევიზიას? როგორ შეძლო მეუფემ ამდენის გაკეთება? -----ღვთისმშობელი ეხმარება, რომ ვუპასუხე, დამცინეს და შორენამ: აბა დაიფიცეო. იმდენად გაოგნებული და შოკირებული ვიყავი ამ ყველაფრით ვერ აგიღწერთ. ორივეს ვუთხარი რომ ეკლესიისა და პატრიარქის მტრები იყვნენ, მიკვირდა რატომ უნდა დამეფიცა, როცა მონაზონი ვიყავი, მოვუჯახუნე კარები და წამოვედი. ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება ჩემს ცხოვრებაში. საპატრიარქოში შესვლისას ისეთი მოწიწება მქონდა თითქოს ფეხს არ ვადგავდი იატაკს ისე დავდიოდი; ამ შემთხვევის შემდეგ თავდაყირა დადგა ყველაფერი. ის რაც ჩემთვის წმინდა იყო, ასე ერთი ხელის მოსმით დამინგრიეს. მეუფემ ამ ყველაფრის შესახებ მოახსენა უწმინდესს, მაგრამ რეაგირება არ მოყოლია ამ ამბავს. ჩემთვის კი ამ შემთხვევამ ფარდა ახადა თუ ვინ ყავს უწმინდეს გვერდში და ვის ენდობა. --------- დღეს ანდრიაძე კი უტიფრად ეკლესიის მცველად გვევლინება და მორალს გვიკითხავს და თითქოს არაფრის შუაშია..." წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი