ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არაადეკვატური რეაქცია – პრემიერი

    Картинки по запросу გიორგი კვირიკაშვილი
    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს.
    როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განმარტა, მხედველობაში აქვს როგორც დაკავება, ასევე – გამოძიების გაგრძელება.
    “საქართველოს ეკლესიის, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციისადმი ნდობის შენარჩუნებისა და ჩვენთვის ეკლესიის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ, თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ასევე, ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამის პასუხად ჩვენ საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლების და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და, მე ვიტყოდი, არაადეკვატური რეაქცია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, ოპერაციის წინა დღეს, მაქსიმალურად გავუფრთხილდით პატრიარქს, არ გვინდოდა მისი აღელვება და თავი შევიკავეთ დაკავების ინფორმაციის გამოქვეყნებისგან. სამწუხაროდ, ასე არ მოიქცა ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელმაც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია და ჩვენ მოგვიწია შემდეგ მოპასუხის რეჟიმში ყოფნა. ამ პირობებშიც კი, ჩვენ თავი შევიკავეთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი დაბრუნდება საქართველოში და მიიღებს სრულ ინფორმაციას ამ საკითხის ირგვლივ, მას ექნება შესაბამისი პოზიცია. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი