რუსული და ქართული პრესა რამდენიმე კვირის წინ, ქეთა თოფურიას და ლევ გეიხმანის დაშორების შესახებ ალაპარაკდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ქეთას ოჯახი დაინგრა და მისი ახალი სიყვარული, რუსი რეპერი გუფი არის. რუსული პრესა იმასაც ამტკიცებდა, რომ მომღერლებმა საახალწლო არდადეგებზე, ტაილანდში ერთად დაისვენეს. ფაქტს ქეთა თოფურიაც და გუფიც გამოეხმაურნენ, რომლებმაც ჭორები უარყვეს.
კომენტარს აქამდე არ აკეთებდა ქეთა თოფურიას ქმარი, ბიზნესმენი ლევ გეიხმანი. დუმილი ამჯერად მანაც დარღვია და სოციალურ ქსელში ქეთას ახალი კლიპის კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი კომენტარი გაუკეთა. “მხოლოდ შენთან ერთად ვსუნთქავ ადვილად, ხელს ჩაგკიდებ და არასდროს გაგიშვებ… და თუ კი შენ დადნები და გაქრები როგორც განთიადი, მიუხედავად იმისა, რომ შენთან ერთადაც მტკივა, მაინც არ გაგიშვებ არსად”