გორის რაიონის სოფელ ზერტიდან ადგილობრივი მცხოვრები გაიტაცეს. 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე ოკუპანტებმა სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ეს ოკუპანტების მიერ ჯიმშერ ტიელიძის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ჯიშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული. მომხდარის შესახებ საქმის კურსში არიან სამართალდამცავებიც და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
“სოფელი რამის ბლოკადაშია მოქცეული, კილომეტრნახევარში ზემოთ ვეღარ გავდივართ. ამ სოფელში გაზი არ არის, შეშით ვთბებოდით და ტყეც ჩაგვიკეტეს”,-აცხადებს ადგილობრივი მკვირდი გერონტი ტიელიძე
წყარო
წყარო