ალბათ შეამჩნევდით, რომ თებერვალი მიმდიდნარე წლის ყველაზე რთული და დატვირთული თვეა. იმიტომ რომ, ზუსტად თებერვალს ემთხვევა ე.წ. "დაბნელებების კორიდორი", რომელიც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია ასტროლოგიურად.
მთვარის დაბნელება უკვე გვქონდა 11 თებერვალს, ამჯერად კი გაცილებით უფრო რთულსა და მნიშვნელოვანს ველით. დიახ მეგობრებო, 26 თებერვალს უკვე მზის დაბნელება გვიახლოვდება. რა თქმა უნდა, არ არის ეს პერიოდი მარტივი. დაბნელება ზოგადად რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში უდიდესი ენერგეტიკა მოდის კოსმოსიდან და ამ ენერგეტიკას სწორი გამოყენება სჭირდება. კონკრეტულად ეს დაბნელება ხდება თევზების ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტიური თემატიკა იქნება საიდუმლოებები, ფარული მტრები და ინტრიგები, ჭორები და მაქინაციები.
თევზები ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანია, იგი ასრულებს ზოდიაქოს ციკლს, ამიტომ ეს დაბნელება ბევრ აქამდე დაფარულ საიდუმლოს ახდის ფარდას და გახდის საჯაროს ისეთ ინფორმაციებს, რომელიც აქამდე საგულდაგულოდ ინიღბებოდა. თუმცა, თევზები ასევე არის სიმბოლო აღიარების, მონანიებისა და გულმოწყალების. ამიტომ, თუკი თვლით, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამძიმებთ, ახლა ზუსტად რომ შესანიშნავი დროა გულწრფელად მოინანიოთ ყველაფერი.
თევზების ზოდიაქო საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ფსიქოლოგიურ ძვრებს და სულიერ ტრანსფორმაციას უკავშირება. შესაბამისად, მოახლოებული დაბნელება ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს შანსს უპირველეს ყოვლისა ჩაიხედოს საკუთარ სულში, დაფიქრდეს და გაიაზროს რა ეშლებოდა აქამდე, ითხოვოს პატიება და თავადაც იყოს შემწყნარებელი. თევზები ზოდიაქოს ყველაზე მიმტევებელი ნიშანია ამიტომ საკვანძო თემა ამ დაბნელებაზე ზუსტადაც რომ პატიება, შემწყნარებლობა და სიკეთე იქნება. ის ვისაც ძალა შესწევს აპატიოს და გაუშვას, არ განიკითხოს და ისე დაეხმაროს მარტივად გადაიტანს მოახლოებულ რთულ პერიოდს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დაბნელება კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ნეგატიურ თვისებებსაც ააქტიურებს ამიტომ უახლოესი დღეების მანძილზე აქტიური იქნება შფოთვა, ფობიები, ძილიანობა (ან უძილობა პირიქით), ჭორები და ინტრიგები, გაუაზრებელი ქმედებები, წარსულის წყენის გაღვივება და ფარული შუღლი, ზოგადად რთული ემოციური ფონი და უიმედობა, აქტიურდება ფსიქოსომატური დაავადებები. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ პერიოდს თევზების, მშვილდოსნის, ტყუპის და ქალწულის ნიშნით დაბადებულები. ასევე ის ხალხი, რომელიც მარტის პირველ ნახევარშია დაბადებული (მესამე დეკადის თევზები). გახსოვდეთ, რომ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი დგება - სამყარო თქვენგან წარსულის გააზრებას და ემოციურად გათავისუფლებას ითხოვს. ამიტომ რაც უფრო გულმოწყალე, ლმობიერი, მიმტევებელი და თანამგრძნობი იქნებით, მით უფრო მეტი წარმატება და წინსვლა გექნებათ მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში.
სიმშვიდეს გისურვებთ!
წყარო