„ძგიდის ოპერაციის შემდეგ დამრჩა საშინელი ყელის ტკივილი სიმშრალის გამო. საერთოდ ვერ ვყლაპავ საჭმელს, თუ, ყველა ლუკმას თბილი წყალი არ დავაყოლე. მიჭირს ლაპარაკი – ექიმებთანაც ვიყავი და ვმკურნალობ კიდეც კლასიკური გაიდლაინის მიხედვით – მაგრამ, ვინმეს იგივე პრობლემა ხომ არ ჰქონიათ და პოზიტიურ გამოცდილებას ხომ ვერ გამიზიარებთ. ნეგატიური არ მინდა, ჩემიც მეყოფა“- წერს ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში. მის პოსტს არაერთი რჩევა და გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის იყო სახალისო კომენტარებიც. „ანუ ვერ ლაპარაკობ. მე რომ მოვიდე და რაც მინდა ის ვილაპარაკო, შენ ხმას ვერ გამცემ? მინდა“. წერს ეკას პოსტის ქვეშ მერაბ ბასილაია. „ფიზიკურად რეაგირებს შესანიშნავდ, არ გირჩევ“, – პასუხობს მეგობარს ეკას ქმარი, შოთა უტიაშვილი.
„სხვა ექიმი სცადე, ეკა ხოფერიას ქმართან წადი“, – ურჩია ერთმა მეგობარმა ჟურნალისტს.
„ეტყობა უფალმა ასე ინება. საკმარისად ილაპარაკე ისედაც აქამდე“, – წერს ეკას ერთ-ერთი ფესიბუქმეგობარი
წყარო