ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გიგი უგულავა ივანიშვილის სიძე?!

    თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 6 იანვარს პატიმრობიდან განთავისუფლდა და პარტიული საკითხების მოგვარებასთან ერთად როგორც ჩანს საკუთარი პირადი ცხოვრების დალაგებაც გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, პატიმრობაში ყოფნის დროს ის და მისი იმჟამინდელი მეუღლე მეორე ცოლი ლელა კილაძე, რომლისთვისაც უგულავა მეორე ქალი იყო ერთმანეთს ოფიციალურად გაშორდნენ. უგულავამდე ლელა პირველ მეუღლეს დაშორებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. გიგი კი სწორედ ლელას გამო დაშორდა პირველ ცოლს. როგორც ინსაიდერები ამბობდნენ ყოფილმა მერმა კილაძესთან დაშორების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც მისთვის ლელასა და გუკა რჩეულიშვილის რომანის შესახებ გახდა ცნობილი. ლელა კილაძემ ამ საბედისწერო ქალმა, რომლის ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლეები ციხეში აღმოჩნდნენ მაშინ ასეთი კომენტარი გააკეთა. „ვისაც კი გამარჯობა ვუთხარი ყველა დაიჭირესო.“
    ისიც ცნობილია, რომ კილაძე გუკა რჩეულიშვილისგან ბავშვს ელოდება და სულ რამდენიმე თვეში დედამიწას პატარა რჩეულიშვილი მოევლინება. როგორც სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა გიგი უგულავას მესამე ცოლის მოყვანა გადაუწყვეტია. როგორც გავრცელდა უგულავას თავისი ყოფილი ძმაკაცისა და თანაგუნდელის გია ბარამიძის ყოფილ ცოლ ეკა ჯაფარიძეზე დაქორწინებას გეგმავს. სანამ ეკა გია ბარამიძის ცოლი გახდებოდა მანამდე ის მნიკუშა შენგელაიას ეორე ცოლი გახდა ია ნინიძის შემდეგ. ახლა კი როგორც ჩანს, საკუთარი პირადი ბედნიერების ოფიციალურად მოპოვებას მესამედ აპირებს. არ უნდა ამას „რიჟა ბაზარი,“ რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. არც ვიღაცის „ჭუჭყიანი ტრუსიკების“ ქექვაა კაცის საქმე, არც ქალის. თუმცა ამ ყველაფერში ერთი საინტერესო დეტალია, რაც შეუიარაღებელი თვალით ცოტა რთული დასანახია. ეკა ჯაფარიძე სანამ გია ბარამიძის ცოლი გახდებოდა მანამდე ნიკუშა შენგელაიას ცოლი იყო, რომელთანაც ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს. ნიკუშა შენგელაია კი ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პიროვნებაა. ასევე იმასაც ამბობენ, რომ ის ამჟამად ერთ-ერთი რუხი კარდინალია შუშის სასახლეშიო. ნიკუშა შენგელაიას და მისი ამჟამინდელი მეუღლის ეკა ჭიჭინაძის ქორწილში ივანიშვილი თავის ეკასთან ერთად იყო მისული და ახლად შექმნილ ოჯახს საჩუქრად დიდი ტელევიზორი მიუძღვნა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ გიგი უგულავას, რომელიც ახლად დაშლილი „ნაც-მოძრაობიდან“ ბოკერიას გუნდში მოისაზრება. შენგელია-ბარამიძის ყოფილ ცოლზე ეკა ჯაფარიძეზე დაქორწინება ჰქონია გადაწყვეტილი. მშვენიერი ძაფი იბმება. ამ მხრივაც უგულავას და ივანიშვილს შორის ეკა ჯაფარიძის მეშვეობით. თუ ეს სიყვარულის ისტორია დადასტურდა უგულავა ივანიშვილის სიძე გამოდის.
    წყარო: ალია

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი