„რამე ისეთი ერთიანი პროცესი, რომელიც საყოველთაო კონსულტაციას ითვალიწინებს, ნამდვილად არ დაწყებულა. პოლიტიკური ძალების საკოორდინაციო საბჭო ამ ეტაპზე მუშაობს საარჩევნო სისტემის საკითხებზე. დაახლოებით ერთ თვეში შევიმუშავებთ გეგმას, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საარჩევნო სისტემა და როგორი წესით უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით ერთიან ხედვას ჩამოვაყალიბებთ. რაც შეეხება დიდი გაერთიანების ჩამოყალიბებას, ვფიქრობ, ასეთი პროცესი დაიწყება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. საერთოდ, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე და სწორედ მაშინ იწყება ამ მიმართულებით მუშაობა“, - განაცხადა ახვლედიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, 3-4 პარტიისგან შემდგარი გაერთიანება შეძლებს თუ არა ხელისუფლებისთვის კონკურენციის გაწევას, ახვლედიანი პასუხობს:
„სანამ ამაზე დავიწყებთ საუბარს, საკითხავია, საერთოდ მოგვცემს თუ არა ხელისუფლება კოალიციის შექმნის საშუალებას? როგორც ცნობილია, "ოცნება" ამის აკრძალვას კონსტიტუციურად ცდილობს. ამას ეწინააღმდეგება მთელი ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ხელისუფლება ამას დაჟინებით აპირებს. ასე რომ, ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება "ოცნებამ" ერთი ხელის მოსმით გადახაზოს. ვნახოთ, რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით პროცესი აუცილებლად დაიწყება“, - ამბობს ახვლედიანი.