"რუსთავი-2 მაუწყებლობას წყვეტს. არ ვიქნები ბანალური და მეათასედ არ გავიმეორებ კლასიკოსის ნათქვამს, რომ სიტყვის თავისუფლება მტრობასა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანია. არც იმის ახსნას დაგიწყებთ, რაოდენ დიდი ზიანი მომაყენა ამ ტელევიზიამ არაერთხელ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს, რომ წლების განმავლობაში არც შემიხედავს ამ ტელევიზიისათვის...
საბედნიეროდ, როგორც მეგობრები და მტრები ამბობენ, მოვლენებში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ასპექტის დანახვა შემიძლია. ასევე შემიძლია გადავაბიჯო პირად ბოღმას და ბრაზს, როცა საქმე საერთოს და საზოგადოებრივს ეხება. დღეს მე ვიცი - რომ არა რუსთავი-2, ჩვენ ჭურში ვეყოლებოდით ქოცმთავრობას. ვერ გავიგებდით ვერც მოსამართლე ნაზღაიძის მოქრთამვის შესახებ, ვერც დეკანოზ მამალაძის არსებობაზე, ვერ გავიგებდით ხელისუფლების სხვა მძიმე და ცუდი საქმეების შესახებ... რუსთავი-2 არის დღეს ინფორმაციის ერთადერთი ალტერნატიული წყარო, საიდანაც ისმის საინტერესოდ, კვალიფიციურად და ობიექტურად მომზადებული კრიტიკული აზრი! ის, რასაც იგი არ აკეთებდა ცხრა წლის განმავლობაში! დღეს მე მხოლოდ რუსთავი-2 სიუჟეტებს ვუყურებ, რადგან ვიცი რად გადააქციეს ქოცებმა სხვა ტელევიზიები. მარტო საზმაუს და "ია და ვასიას" მაგალითი კმარა... ნუ დაუჯერებთ გამპრავებლებად გადაკვალიფიცირებულ ყოფილ ოპოზიციონერებს და "უფლებადამცველებს", რომლებიც მიშას თუ ვერა, გრიშას გამპრავებლებად გადაკვალიფიცირდნენ..."-წერს გამსახურდია.