ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვინ უნდა იყოს პატრიარქის შემცვლელი: რას საუბრობს ივანიშვილი პატრიარქზე ფარულ ჩანაწერში

    ელისო კილაძე სუს-ის თანამშრომლის გვარს ასახელებს, რომელმაც მისი თქმით, მიტროპოლიტ სერაფიმეს პროვოკაცია მოუწყო და გოგონა, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავია…
    „ქრონიკა პლუს“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა გვარამიას შესაძლოა ფარული ვიდეო ჩანაწერი ჰქონდეს, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მას ბიძინა ივანიშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერების ყიდვას სთავაზობს. კილაძე „მეტრონომთან“ ივანიშვილის საუბრის სავარაუდო შინაარსაც ამხელს და ვარაუდობს, რომ ის ფარულ ჩანაწერში პატრიარქის შემცვლელის კანდიდატზე ლაპარაკობს.
    რედაქტორის ინფორმაციით, მას აქვს მტკიცებულებები, რომ სწორედ გომელაურის დავალებით, ბორჯომის და ბაკურიანის მიტროპოლს მეუფე სერაფიმე ჯოჯუას პროვოკაცია მოუწყეს და გოგონა, რომლიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ნათესავია.
    „მეტრონომი“:  გადაცემა „არჩევანში“ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ელით თუ არა, რომ კომპრომატებით და ფარული ჩანაწერებით ბრძოლას თავად გვარამია დაიწყებს?
    ელისო კილაძე: კომპრომატებით პირველი ბრძოლა ხელისუფლებამ დაიწყო და ნიკა გვარამია ამ  ბრძოლაში გამოიწვია, ხოლო ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებები და მისი კვლავ საჯარო გამოჩენა ის ბოლო პიკი იყო, რომელმაც ყველნაირ ზღვარს გადააბიჯა. ნაცვლიშვილს იმის გონიერებაც არ ეყო, რომ გვარამიას და სააკაშვილის შესაძლო ფარული აუდიოჩანაწერის გამოაშკარავება არ დაეანონსებინა.
    თუ წინა ხელისუფლება ამ ფარულ ჩანაწერებს პირდაპირ აქვეყნებდა, „ოცნების“ ხელისუფლება ამას არაკანონიერად აკეთებს და გაურკვეველი სახის საიტზე აქვეყნებს, რომლსაც მტკიცებულების სახითაც კი ვერ გამოიყენებს.
    ვფიქრობ, რომ გვარამიას აქვს ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ლაშა ნაცვლიშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ბიძინა ივანიშვილის ფარულ სატელეფონ ჩანაწერებს როგორ სთავაზობს.  ნაცვლიშვილი თუ არ გაჩუმდება, ის ამ ჩანაწერს მიიღებს.
    – თქვენ თუ იცით, იმ ფარულ სატელეფონო ჩანაწერის შინაარსი, სადაც ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე საუბრობს?
    – ივანიშვილი პატრიარქზე სავარაუდოდ, მის შემცვლელებზე საუბრობს. აქ თემა პატრიარქის მემკვიდრეს ეხება, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა შეირჩეს.
    სწორედ ამის გამო, სუს-მა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას პროვოკაცია მოუწყო და გოგონა, რომელიც მას სექსუალური სახის ძალადობაში ადანაშაულებს, თავად გომელაურის მიგზავნილია. ამის მტიკიცებულებებს ძალიან მალე გამოვაქვეყნებ.
    საპატრიარქოს საკითხი პირად კონტორლზე სოსო გოგაშვილს აქვს აყვანილი, რომელიც საპატრარქოში მიმდინარე ყველა მოვლენის დამგეგმავი და გამხორცილებელია. მხედველობაში პატრიარქის მომხრე სასულირო პირების წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიაა.
    – რა ინფორმაცია გაქვთ ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე, სადაც მას არასრულწლოვან გოგონასთან კავშირში ადანაშაულებენ? ფიქრობთ, რომ ამაში ბიძინა ივანიშვილიც არის ჩართული?
    – დეტალურად გამოვაქვეყნებ ყველა იმ მასალას, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მეუფის წინააღმდეგ შანტაჟი სუს-ის მაღალ ჩინოსანმა იოსებ გოგაშვილმა განახორციელა, რომელშიც საკმაოდ კარგად მისი ხელქვეითი გურამ ჩადუნელი დაეხმარა. სწორედ ამ ჩადუნელის ახლო ნათესავი გახლავთ ის გოგონა, რომელმაც მეუფეს ეს ბინძური პროვოკაცია მოუწყო.
    – რა არის ამ ქმედების მთავარი ამოცანა, რატომ და ვისთვის გახდა სერაფიმე ჯოჯუა მიუღებელი?
    – ეს არის მცდელობა, რომ ამ რეგიონში სუს-მა თავისი გავლენები გააძლიეროს და ეკლესიაში პირადი აგენტები ჰყავდეს. სერაფიმე ჯოჯუა როგორც აღმოჩნდა, ამაში ხელს უშლიდა და ის ასევე ძალიან კარგი კანდიდატურა იყო, რომელიც შესაძლოა პატრიარქის შემცვლელი გამხდარიყო.
    ის ბორჯომში საკამოდ დიდი გავლენით სარგებლობდა და მისი დისკრედიტაცია განახორციელეს. გოგაშვილი ბორჯომში ჯოჯუას ადგილზე საკუთარი ცოლის ნათესავის სურამში მოღვაწე სერაფიმე სვიმონის დანიშვნას აპირებს.
    მგონია, რომ საეკლესიო საქმეებში ხელისუფლებას ჩარევა კარგად არ დაუსრულდება. მათ საპატრიარქოში პირადი აგენტი მეუფე იაკობი ჰყავთ, რომლის მეშვეობითაც სიტუაციის არევა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.
    ეს ადამიანი სინოდში და საპატრიარქოში ყველა იმ პირს უპისრისპირდება, რომელიც პატრიარქის ერთგულებით გამოირჩევა. სწორედ პატრიარქის დაცვის უფროსის ოხანაშვილის თავიდან მოშორება სურდათ, რაც არ გამოუვიდათ.
    რეალურად ბრძოლა პატრიარქის მემკვიდრეობისთვის დაიწყო, სადაც პირველი სერაფიმე ჯოჯუა გაიწირა. ივანიშვილი ცდილობს,  რომ პატრიარქის შემცვლელი, სანდო ადამიანი მოძებნოს, რადგანაც ჩვენ მართლადიდებლური ქვეყანა ვართ და ეკლესიას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გავლენა აქვს.
    როგორც ნახეთ, ნაცვლიშვილის დაცვით „ოცნებაში“ თავი არავინ შეიწუხა. მას ისე გაწირავენ თვალს არავინ დაახამხამებს. უბრალოდ, მას გონება უნდა ჰყოფნოდა, რომ თვალში არავის გაჩხეროდა.
    ელზა პაპოშვილი

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი