ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. აქცია 14:30 საათზე დაიწყება. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობაა:
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობა. ჩვენ წართმეული გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება უკვე ორი წელია ყველა სასამართლოში და სამწუხაროდ უზენაესი სასამართლო აგრძელებს ამ ტენდენციას. უკვე ყველა ვადა დარღვეულია და არა მხოლოდ საქმეზეა გადაწყვეტილება გამოტანილი, არამედ ფორმირებულიც კი არ არის ის შემადგენლობა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. ეს არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირადი პასუხისმგებლობა, იგი ჩადის ძალიან სერიოზულ სამართალდარღვევას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
წყარო