ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ალეკო ახვლედიანი, მთავრობის „მესინჯერი“ - მესამე მოწმე გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერში

    ალეკო ახვლედიანი, მთავრობის „მესინჯერი“ - მესამე მოწმე გვარამია-ახვლედიანის ფარულ ჩანაწერში
    ელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა.მოწმის სახით დაიკითხა სასამართლოში საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც. ვინ არის N3 მოწმე გახმაურებულ ფარულ ჩანაწერებში?!შინაგან საქმეთა სამინისტრო: ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.ნიკა გვარამია: „მეგობრებო, ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, გაკეთებულია ჩემს მიერ. ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის, ამას მიაქციეთ ყურადღება. ფიგურანტი იქ არის სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს. ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე, ვესაუბრები „რუსთავი 2“-ის ვალებზე. მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. ამ წუთში ასე ვთვლი საჭიროდ ყოველ შემთხვევაში.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ 2017 წლის 14 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
    მამუკა ახვლედიანი: ეს პირი ოფიციალურად სუს-ის ოფიციალური თანამშრომელი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს სუსში და სახელმწიფო სტრუქტურებში. ამ ეტაპზე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ მის დასახელებას, იმიტომ რომ მარტო ეს არ იყო, კიდევ იყო მეოთხე ადამიანიც და იქ სულ სხვა საუბარი იყო.
    ინფორმაციის გადამოწმება მესამე პირზე, ამ საქმეში საკმაოდ ინფორმირებულ წყაროსთან ვცადეთ, რომლის ვინაობას არ ვასახელებთ. მიღებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მესამე პირი, რომელიც ამ მამუკა ახვლედიანსა და ნიკა გვარამიას შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, ალეკო (ალექსანდრე) ახვლედიანია. ჩვენი ინფორმაციით, მას მამუკა ახვლედიანთან საკმაოდ დიდი ხნის და ახლობლური ურთიერთობა აკავშირებს.ალექსი ახვლედიანი დღესდღეობით მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. 2015 წელს ის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015 „ -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავ,ჯდომარე იყო. თუმცა მისი სახელი მაშინ სპორტის სფეროს გაცდა და საკმაოდ სკანდალურ საქმესთან კავშირში აღმოჩნდა. მთავარი მოქმედი პირი მაშინაც ნიკა გვარამია გახდათ. 
    ინფორმაციისთვის: ალექსი ახვლედიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში. 2005 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე. 
    2015 წლის 21 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენლები მის დაშანტაჟებას ცდილობდნენ. მთავრობის „მესინჯერად“ მან ალექსი ახვლედიანი დაასახელა, რომელმაც, გვარამიას განცხადებით, მას მთავრობის მიერ გამოგზავნილი შანტაჟისა და მუქარის მესიჯები გადასცა.
    ნიკა გვარამია: ალექსი ახვლედიანი მოვიდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ში და მითხრა, რომ  თუ რუსთავი 2-ის მართვის პროცესს არ ჩამოვცილდებოდი ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასა და სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ. შეხვედრა 2015 წლის 22 ოქტომბერს არც ალექსი ახვლედიანმა უარყო. მან დაადასტურა, რომ ოთხშაბათს დღისით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ოფისში არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარმიას შეხვდა, თუმცა საუბრის შინაარსის გახმაურებისაგან თავი შეიკავა. მაშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, საიდანაც ამ საუბრის შინაარსი გახდებოდა ცნობილი, მას არ ჰქონდა.
    2015 წლის 24 ოქტომბერს აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, სადაც ვკითხულობთ: „ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ამ უკანასკნელმა დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის ტელეკომპანია "რუსთავი ორის" შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი. ა.ახვლედიანის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა და ყველა მათი შეხვედრის საუბარი ყოველთვის ატარებდა წმინდა მეგობრულ ხასიათს.“ მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე შეწყდა...„მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი, მოყვება ბევრად უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში მისვლისას 2015 წლის 17 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. ჯერჯერობით, ეს დრო არ მოსულა...
    2017 წლის 14 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც გვარამია-ახვლედიანს შორის ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა,ნიკა გვარამიამ კიდევ უფრო მეტი მინიშნება გააკეთა:„თუ მოუსმენთ იმ ჩანაწერს და ბრუნვის ნიშნებზე, სინტაქსზე და ქართულ გრამატიკაზე ელემენტარული წარმოდგენა გაქვთ, მიხვდებით, რომ სამ პირს შორის მიმდინარეობს საუბარი და ჩემი მიმართვა, განსაკუთრებით იმ მილიონთან დაკავშირებით ეხება სხვას და არა მამუკა ახვლედიანს. კარგად თუ დააკვირდებით, შეიძლება ის სხვაც ამოიცნოთ. მთელი საუბარი მიმდინარეობს სამ პირს შორის. კიდევ ერთხელ გულისხმიერად მოისმინეთ ამ 30 წუთს და მიხვდებით, რომ იქ საუბარი მიდის სამ ადამიანს შორის, მათ შორის მილიონზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ გულისყურით მოუსმენთ შეიძლება უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე აქამდე იცოდით.“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
    „აიპრესმა“ ამ მითითებების კვალდაკვალ იმოქმედა და ჩანაწერში აღმოაჩინა, რომ ხმა ნამდვილად იყო გაპარული, როგორც ეს ნიკა გვარამიამ თქვა...
    0:54 წუთიდან ისმის ფრაზა: ორი პური ამოიტანე რა...
    4:44 წუთზე მეორდება იგივე ხმა შემდეგი ფრაზით: მოტანილია უკვე პური...
    5:37 წუთზე მეორდება ისევ: 4 პატარა ბოთლი წყალი წამოიღე რა...
    აუდიოჩანაწერში ორჯერ ისმის თუ როგორ მიმართავენ მას სახელით - ალეკო.
    ნიკა გვარამია: ის მესამე ადამიანი მესაუბრება მე, მითუმეტეს თუ ისმის მისი ხმა. გაპარულია პატარა მონაკვეთი. ჩვენი საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ამ 30 წუთიან მონაკვეთში ჩემი და არა მამუკა ახვლედიანის, არამედ იმ მეორე ადამიანის ხმა საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ეხებოდა ჩემი კომპანიის ვალებს და ვალების გასტუმრების გეგმას იმ 6 მილიონის მეშვეობით რომელზეც არის საუბარი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
    მას შემდეგ, რაც ინფორმირებულმა წყარომ გვითხრა, რომ ჩვენი ინფორმაცია საკმაოდ ახლოს იყო რეალობასთან, გადავწყვიტეთ, რომ თავად ალექსანდრე ახვლედიანს დავკავშირებოდით. 

    აიპრესი
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი