მეუფე იაკობი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ წერილს „ზღაპრებს“ უწოდებს: - ”ეგ არის ჩვეულებრივი ზღაპრები ვიღაცის. რა კომენტარი გავაკეთო? მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო, ნუ იბრალებენ სხვები. მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება, უბრალოდ სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ თურმე მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც ქურდი მეუფე? მითხარით, რომელი უფრო სერიოზულია?”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
სააკაშვილის მართულმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ე.წ. წერილი, რომელშიც ის არქიმანდრიტ იაკობს საპატრიარქოში არსებული თალღითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებს. თითქმის ანალოგიური პოზიცია რუსთავი 2 მეილზე კონფიდენციალური წყაროსგან "შემთხვევით მისულ" ე.წ. წერილთან დაკავშირებით აქვს პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველსაც:
- "გავეცანი ამ წერილს და სამწუხაროდ, დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ წერილში ძალიან ბევრი საკითხი ხელოვნურად არის დრამატიზირებული. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არსად არის და ვერც ერთ საწარმოსა და ინსტიტუციაში ვერ იქნება, მაგრამ ის, რომ რაღაც კორუფციული სქემებია, ამას ვერ გავიზიარებ. "- განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
ინფორმაციას tb24.ge ავრცელებს.