ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დიმიტრი საძაგლიშვილი – მიხვდით, რომ არაფერში დაგვჭირდებოდა და ჩანაწერი გავანადგურეთ

    ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ფარული აუდიოჩანაწერი, რომელზეც საქმე აღიძრა, ,,რეალურად ბუნებაში აღარ არსებობს”. მისი თქმით, როდესაც ჩანაწერი ჩაიწერეს, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ის განადგურებულიყო, რადგან არასაჭირო ინფორმაციას შეიცავდა.
    ,, ჩანაწერის სრული ვერსია მოსმენილი მაქვს, მისი ჩაწერიდან მალევე. მაქვს, ინფორმაცია, რომ გავრცელებული ჩანაწერი არის დამონტაჟებული ვერსია და არ არის მასში ასახული ყველა დეტალი. ჩანაწერი ბუნებაში აღარ არსებობს, რადგან როდესაც მისი ჩაწერა მოხდა, გვინდოდა, რომ მტკიცებულებად გამოგვეყენებინა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვისმინეთ საუბრის შინაარსი, მივხვდით, რომ არაფერში დაგვჭირდებოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განადგურებულიყო, თუმცა სანამ განადგურდებობდა ნიკა გვარამაის კომპიუტერიდან უკანონოდ მოიპარეს“, – განაცხადა საძაგლიშვილი.
    ჟურნალისტების კითხვაზე ვინ არის ჩანაწერში არსებული მესამე პირი, ადვოკატი აცხადებს, რომ თუ გვარამია საჭიროდ ჩათვლის, ის თვითონ გაასაჯაროვებს ამას.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი