ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "საშინლად განიცდიდა ამ ბოლო თავდასხმებსა და ლანძღვა-გინებებს..."-ინგა გრიგოლია მაია ასათიანზე


    "საშინლად განიცდიდა ამ ბოლო თავდასხმებსა და ლანძღვა-გინებებს..."-ინგა გრიგოლია მაია ასათიანზე
    ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მისი და მაია ასათიანისბოლო საუბრის შესახებ წერს.

    "საშინლად განიცდიდა,როცა განსაკუთრებული შეტევები იწყებოდა მასზე და როცა ლანძღავდნენ და დასცინოდნენ.ათასჯერ მაინც გვილაპარაკია ამ თემაზე.არ ვიცი,ვინ რამდენად ატყობდა,მაგრამ საშინლად განიცდიდა, მისმა მეგობრებმა და თანამშრომლებმა ალბათ იციან...სამი დღის წინ დამირეკა და გადაცემაში მოდი,უნდა გავაკეთო თემა-სად ვიყავი შვიდ ნოემბერსო..

    საშინლად განიცდიდა ამ ბოლო თავდასხმებს და ლანძღვა-გინებებს...მე ვუთხარი,ნეტა შენ,რას ყვები ამ ემოციებს,რატომ პასუხობთქო!!! არა,არ შემიძლია ამდენი,გადაცემა უნდა გავაკეთოო...დღესაც ველაპარაკე ,უმძიმესი წუთები ჰქონდა,უკვე იქ იყო,კლინიკაში და უკვე იცოდა ,რომ მისი ერთადერთი შვილი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა.  ერთი ასეთი ფრაზა მითხრა-ნეტავ საერთოდ არასოდეს გავკარებოდი ტელევიზიას ...არასდროსო.  ნეტავ არასდროს მივსულიყავი ტელევიზიაში სამუშაოდო...

    ისე მედარდები,მაია. ისე მედარდები ან აქ რას ვწერ ამ ყველაფერს,რატომ ვწერ,მაგრამ აღარ ვიცი,რა გავაკეთო. არასოდეს დამავიწყდება მისი დღევანდელი ხმა"- წერს ინგა გრიგოლია.


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი