ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ირაკლი მამალაძემ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მოგვაწოდა – დეკანოზის საქმის მოწმე

    დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს კიდევ ერთი მოწმე ჰყავს. როგორც ადვოკატმა ლილი გელაშვილმა „იბერიის“ ეთერში განაცხადა, ირაკლი მამალაძისა და ადვოკატ ირმა ჭკადუას შემდეგ, ის კიდევ ერთი მოწმეა, რომელმაც აღნიშნული თემის შესახებ, სოციალურ ქსელში ზოგადად დაწერა.
    „24 იანვარს შევხვდით ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს. შეხვედრა მისი ინიციატივით მოხდა. გვთხოვა მე და ირმა ჭკადუას და მაშინ ვილაპარაკეთ გარკვეულ თემებზე. მაგრამ მაშინ, ეს არ იყო დაზუსტებული ინფორმაცია. ის გამოთქვამდა შიშს და ვარაუდს,  რომ მგონი რაღაც ცუდი ხდებოდა“, – განაცხადა გელაშვილმა.
    მისივე თქმით, ის ზოგადი რაღაცით შემოიფარგლებოდა.
    „24 იანვრიდან თითქმის არ გვძინებია, ისეთი შოკისმმოგვრელი იყო ის ინფორმაცია, რაც მან მოგვაწოდა. მან რამდენიმე რამდენიმე მტკიცებულება წარმოგვიდგინა, რომელთა შინაარსზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.  ჩვენ ვართ მოწმის სახით დაკითხულები. შესაბამისად, გაფრთხილებულები ვართ, რომ არ გავცეთ რიგი მონაცემები. რაც ჩვენ გავიგეთ აშკარად მოიცავდა დანაშაულის ნიშნებს. საგანგაშო და მნიშნოლოვანი მონაცემების გამო, ჩვენ ვურჩიეთ, მას მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის“, – აღნიშნა გელაშვილმა.   http://primetime.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი