ორი ცოლის მიერ ნაცემი ავთანდილ ს. მრავალმხრივი დაჟეჟილობითა და მოტეხილობით საავადმყოფოში, თითქმის ერთი თვე მკურნალობდა. შედეგად, მისი ორივე ცოლი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. თუმცა, ქალებმა არა მხოლოდ ქმარს სცემეს, მძიმე დაზიანებები ერთმანეთსაც მიაყენეს. ავთანდილ ს-ს გულმკერდის არეში დანით მიყენებული ჭრილობაც აღენიშნებოდა, რომელიც, როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთი ცოლის ნახელავი იყო. ამ ბრალდებით პოლიციამ საქმე ავთანდილ ს-ს მეორე ცოლის მიმართ აღძრა.
დაუჯერებელია, მაგრამ ავთანდილ ს, რომელსაც შვილები ორივე ცოლთან ჰყავდა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ქალებს ერთ ჭერქვეშ აცხოვრებდა. დაუჯერებელია ისიც, რომ ცოლებს, დოდო ს-ს და რუსი ეროვნების მარია კ-ს ქმარმა ერთმანეთის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მარიას მოატყუა, რომ დოდო მისი და იყო, რომელიც ქმარმა სამი შვილით მიატოვა, ხოლო დოდო დაარწმუნა, რომ მარია იმ პიროვნების შვილი გახლდათ, ვინც რუსეთში ყოფნისას ხელი გაუმართა. ოჯახური „იდილია” მანმადე გაგრძელდა, ვიდრე ქართველმა ცოლმა რუს მარიაზე არ იეჭვიანა. ეჭვიანობას კი სიმართლის გამოაშკარავება მოჰყვა, რის შემდეგაც, ქალებმა ჯერ ერთმანეთი კინაღამ დახოცეს, შემდეგ კი ორივე ერთად ქმარს გაუსწორდა. მათ სკამით და ოჯახში არსებული სხვადასხვა ნივთებით ავთანდილ ს-ს მრავალჯერადი დაზიანებები მიაყენეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, დოდო ს-მ და მასთან სახლში სტუმრად მყოფმა რუსი ეროვნების მარია კ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, 46 წლის ავთანდილ ს-ზე ანგარიშსწორება გადაწყვიტეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დოდო ს-მ, რომელიც ავთანდილ ს-სთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, ქმარს სკამი ესროლა. ქმარმა აიცილა, მაგრამ მას მარია კ. დაეხმარა და ავთანდილს მთელი ძალით, იქვე დაყრილი შეშის ნაჭერი დაარტყა. ავთანდილ ს-ს თავიდან სისხლი წამოუვიდა თუმცა, გონება არ დაუკარგავს და ქალების მოგერიებას აქტიურად განაგრძობდა. გამოძიების მასალებით, ჭრილობის მიუხედავად, ქალები ავთანდილის ცემას განაგრძობდნენ. დოდო ს-მ მას წელის არეში ჩხუბის დროს კედლიდან ჩამოგდებული ხის კარნიზი ჩაარტყა, რითაც ლავიწის ძვალი დაუზიანდა. სახლთან შეკრებილმა მეზობლებმა მოჩხუბართა გაშველება ვერ შეძლეს, რის გამოც საქმეში პოლიცია ჩაერთო. თუმცა, ვინაიდან სამივე პირი დაშავდა, ჩხუბის მონაწილეები პოლიციის ნაცვლად, თავდაპირველად საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.
სისხლის სამართლის საქმე მომხდარზე, ცემისა და სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით აღიძრა. გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალი სამივეს წაუყენეს, მაგრამ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შემდეგ, საბოლოოდ, ბრალდებულებად მხოლოდ ქალები დარჩნენ. მეზობლებისა და სხვა თვითმხილველების დაკითხვებით დადგინდა, რომ რეალურად, კაცს ქალები სცემდნენ. ავთანდილ ს. იძულებული იყო, მათგან თავი დაეცვა...

დოდოზე დაქორწინებულმა ავთანდილ ს-მ რუსეთში წასვლა გადაწყვიტა, ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და პოლიცია მოსვენებას არ აძლევდა. როგორც გამოძიებით ირკვევა, ყალბი პასპორტით ავთანდილ ს. ჯერ სანკტ-პეტერბურგში, შემდეგ მოსკოვში, ბოლოს როსტოვში გადაბარგდა და სწორედ იქ გაიცნო მასზე თითქმით 14 წლით უმცროსი მარია კ. როგორც მარიას ჩვენებით ირკვევა, მართალია, მამამისი ერთადერთი ქალიშვილის ქართველზე გათხოვებამ ძალიან დაადარდიანა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქორწილი მაინც გადაუხადა და ავთო თავისთან, ავეჯის საამქროში ჯერ მუშად დაასაქმა, შემდეგ კი დააწინაურა კიდეც. მარიას ჩვენებითვე ირკვევა, რომ ავთოს ცოლის შესახებ არაფერი უთქვამს, თვითონ კი ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. ერთადერთი, ის უთხრა, რომ სახლში და ჰყავდა, რომელიც ქმარმა სამი შვილით მიატოვა და ზოგჯერ მათ ფულს უგზავნიდა. ავთანდილმა რუსეთშიც დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება, რისთვისაც მას 4 წელი მიესაჯა. სიმამრის წყალობით, საპატიმრო მან ორ წელიწადში დატოვა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სიძე-სიმამრს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ორი თვის ფეხმძიმე იყო, ავთანდილი სიმამრის სახლიდან გამოიპარა. საქართველოში ჩამოსული ავთო ს. ცხადია, ოჯახში დაბრუნდა. როგორც ამბობს, მარიას ბედი აღელვებდა, მაგრამ, სხვანაირად არ შეეძლო. საქმის მასალებით, მარიამ ქმრის მოძებნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბავშვი გააჩინა, მაგრამ საიდან დაეწყო, არ იცოდა. როგორ მიაგნო ყოფილ ქმარს, ეს მართლაც უცნაურია, რადგან ყალბ პასპორტში ავთო ს-ს სრულიად სხვა ქალაქი და სხვა საცხოვრებელი ჰქონდა მითითებული. დიდი ძალისხმევის შემდეგ მარიამ ქმარი მოძებნა და მას ჩააკითხა. ქალი დარწმუნებული იყო, რომ ავთოს დის სახლში მიდიოდა, მაგრამ მითითებულ მისამართზე მისულს თავად ავთო დახვდა, რომელსაც მისი მისვლა გაუკვირდა. გააფრთხილა, რომ ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, მისი ოჯახისთვის ჯერჯერობით არაფერი ეთქვა. სანაცვლოდ, დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში მას თან გაჰყვებოდა. ავთო ს-მ ოფიციალურ ცოლს და იქვე, მოპირდაპირედ მცხოვრებ მის მშობლებს, მარია მეგობრის შვილად გააცნო. ცოლიც და მშობლებიც დაარწმუნა, რომ მამამისმა მას ყველაფერი გაუკეთა, რაც კი შეიძლებოდა და ამიტომ, ოჯახმა ქალი თბილად მიიღო. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი სტუმარ-მასპინძლურად მიდიოდა, მაგრამ სიტუაცია მაშინ შეიცვალა, როცა მარიამ შენიშნა, რომ ავთოს და მის დას ერთ ოთახში ეძინათ. მანამადე, მარიას ეს არ შეუნიშნავს, რადგან სრულიად შეგნებულად, ავთო სახლში ძალიან გვიან ბრუნდებოდა. ამ სიტუაციას დაერთო ისიც, რომ ეჭვიანობა დოდომაც დაიწყო. მან ქმარი გააფრთხილა, რომ რუსი ქალი მას „ცუდად” უყურებდა. ერთ დღეს, როცა დოდო ს. ბავშვების სანახავად მშობლებთან წავიდა, გაჩერებაზე მისულმა ნახა, რომ ფული სახლში დარჩა და უკან მიბრუნდა. ივარაუდა, რომ შემდეგ რეისს გაჰყვებოდა. სახლში კი, მისთვის მოულოდნელი სცენა დახვდა – ავთო მარიას საძინებელში, მის საწოლზე იჯდა და ქალს კოცნიდა... მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ქალებმა ჯერ ერთმანეთს სცემეს, შემდეგ კი, ორივემ ერთად, ავთო... სახლში შეკრებილი მეზობლები ოჯახის წევრების გაშველებას ამაოდ ცდილობდნენ. სიტუაცია მხოლოდ პოლიციის მისვლამ განმუხტა. ქალებმა წინააღმდეგობა მათაც გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ, მათი დაკავება მაინც შეძლეს. თუმცა, სამივე მათგანი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კურიოზია, მაგრამ ვინაიდან ავთანდილ ს. სასტიკად იყო ნაცემი, პოლიციამ ის დაზარალებულად, ხოლო მისი ცოლები, დამზარალებლად ცნო. ცემისა და სხეულის მძიმე დაზიანებისთვის, ქალებს 5 წლამდე პატიმრობა ელოდათ, მაგრამ სასამართლომ 2-წლიანი პირობითით, ორივე გაათავისუფლა.