ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ეხერხება რუსთავი 2-ს პროპაგანდისტული დრამატურგია, თავის მუსიკით, ფონით, შენელებული და ახლო კადრებით, ეხერხება და რაც გინდა, თქვით

    ეხერხება რუსთავი 2-ს პროპაგანდისტული დრამატურგია, თავის მუსიკით, ფონით, შენელებული და ახლო კადრებით, ეხერხება და რაც გინდა, თქვით
    ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელმაც რუსთავი-2-ის მიერ სოსო ოხანაშვილთან დაანონსებულ ინტერვიუზე დღეს დილით კომენტარი გააკეთა, ისევ ეხმაურება ამ თემას და სოციალურ ქსელში წერს: „ეხერხება რუსთავი 2-ს პროპაგანდისტული დრამატურგია, თავის მუსიკით, ფონით, შენელებული და ახლო კადრებით... კვანძის შექმნა, დრამატურგიული განვითარება, პიკზე მისვლა და ნონ ფინიტო - დაუსრულებლობის თემა... ეხერხება და რაც გინდა, თქვით... რაც შეეხება სიუჟეტის პროპაგანდისტული განვითარების მოდელს, კლასიკური სასერიალო დრამატურგიაა - პაუზები, კადრი, კადრის გაშეშება, ახლო ხედი, მელოდია, დამძიმება, ექსპრესია, შიდა კვანძები, დასასრულში კი შემდეგ სერიაზე გარდამავალი ინტრიგა. ცხადია, თავიდან ბოლომდე დღევანდელი პიეს სიუჟეტი დადგმული და პროპაგანდისტული იყო. ჩემთვის კი მთავარი კვანძის გახსნა პატრიარქის დღევანდელი ფრაზაა: "სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვისაც ვზრუნავთ", ეს კი ოჯახია, ოჯახი და ოჯახი პირველ რიგში.“, წერს გამზარდია.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი