ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ყველაზე სასარგებლო ხრიკები, თქვენი ტანსაცმლისთვის და ფეხსაცმლისთვის- ეფექტურია! (ვიდეო)

    ამ რჩევების დახმარებით ფეხსაცმელს და ტანსაცმელს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ.
    როგორ გავწმინდოთ კედები
    შეურიეთ ერთმანეთს სოდა, სარეცხი საშუალება- მიღებულ ნარევში ძველი კბილის ჯაგრისი ამოავლეთ და ფეხსაცმლის თეთრი ნაწილი გაწმინდეთ. შედეგი გაგაოცებთ.
    საკიდი
    საკიდზე ტანსაცმლის დაკიდება სულაც არ არის რთული.
    კოლგოტი
    დაივიწყეთ გახეული კოლგოტის შესახებ- უბრალოდ სახლიდან გასვლის წინ, მას ცოტა თმის ლაქი მიასხურეთ.
    გახეული კოლგოტი ფრჩხილის ლაქით დააფიქსირეთ.
    ვიწრო ფეხსაცმელი
    ახალი ფეხსაცმელი შეიძინეთ და მათში სიარული გიჭირთ? ჩაასხით 2 პოლიეთილენის პარკში ელვა შესაკრავით ცოტა წყალი, ის ამ ფეხსაცმელში ჩადეთ და მთელი ღამით საყინულეში დატოვეთ.
    ჯინსების ფერის შენარჩუნება
    ჯინსების რეცხვისას, სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ ცოტა ძმარი დაამატოთ.
    ელვა შესაკრავი
    ელვა შესაკრავი შეგიძლიათ ქინძისთავით დააფიქსიროთ, ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.
    ოფლის ლაქა თეთრ ტანსაცმელზე
    რეცხვის წინ ტანსაცმელზე პრობლემური ადგილები ლიმონის წვენით დაამუშავეთ.
    წითელი ღვინის ლაქა
    ასეთ ლაქებს ებრძვის გაზიანი სასმელი, თეთრი ღვინო და მარილი.
    იხილეთ ვიდეო:

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი