ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გია ცერცვაძეს ედავებიან კრიმინალური ავტორიტეტის დაქირავებულ მკვლელობას, ანუ ქილერობას - რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან

    გია ცერცვაძეს ედავებიან კრიმინალური ავტორიტეტის დაქირავებულ მკვლელობას, ანუ ქილერობას - რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან
    2003 წელს სოჭში კრიმინალურ ავტორიტეტს ჰკლავენ, გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა, დამნაშავის გამოვლენა გამოძიებამ ვერ შეძლო. მკვლელობიდან 13 წლის შემდეგ საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა, რის საფუძველზეც 2016 წლის იანვარში გამოძიება განახლდა და საქმეში გია ცერცვაძის სახელი და გვარი გაჩნდა. გამოძიება მას შეკვეთილ მკველობაში სდებს ბრალს. ცერცვაძე უარყოფს მკვლელობასთან რამე კავშირს და აცხადებს, რომ 2003 წელს რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. თუმცა, ინტერპოლის მოთხოვნით ცერცვაძე უკრაინელმა სამართალდამცეველებმა დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ცერცვაძე რუსეთში კერძო დეტექტიურ სააგენტოში ირიცხებოდა, მოგვიანებით ის საქართველოში ჩამოდის და სოდ–ში იწყებს მუშაობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრიმინალურ ავტორიტეტის მკვლელობას სერიოზული ქმედებები მოყვება კრიმინალური სამყაროს მხრიდან, ხოლო მათგან დაცვის საშუალებას მხოლოდ სპეცსსამსახურები იძლევიან. შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი, რომ ავტორიტეტის მკვლელობა სპეცსამსახურების ჩარევით, ან მათი ჩუმი თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი და სწორედ, ამიტომაც, ამ ბურუსით მოცულ მკვლელობასთან ცერცვაძის კავშირზე ჩნდება კითხვა - რა მოხდა 2003 წელს და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ მკვლელობასთან ცერცვაძეს? ამ კითხვებზე კი პასუხი არ არსებობს.

    რა გახდა ცერცვაძის დაკავების მიზეზი და რა კავშირი აქვს უკრაინაში დაკავებულ ვინმე მალხაზ მახაურის ლაფანყურის სპეცოპერაციასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ლაფანყურის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრს, ვახტანგ მაისაიას ესუაბრა.

    რუსეთი ცერცვაძეს ედავება შეკვეთილ მკვლელობას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამტკიცებსრომ ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია რუსეთს საქართველოს ხელისუფლებამ მიაწოდაბატონო ვახტანგამ საქმეში ჩნდება კითხვის ნიშნები?

    ვახტანგ მაისაია: ვინც ასეთ საკითხებში არის გარკვეული, მისთვის ეს სქემა ძალიან მარტივია და რატომ – პოლიტიკოსები და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს თემა პოლიტიკური კუთხით ააგორეს, არაპროფესიონალები არიან. პროფესიონალი სამხედროებისთვის აშკარაა, რომ ძალიან მარტივი სქემა იკვეთება.

    რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

    – დავიწყოთ იმით, რომ გია ცერვაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ მსახურობდა. სოდ–ის მაღალჩინოსანი, ანუ სპეცსამსახურის თანამშრომელი იყო. ვიცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პოლიტიკური პოლიციის სოდ–ის და კუდ–ის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო და უკრაინაში წავიდა. დღეს უკრაინაში სამი ქართული შენაერთი მოქმედებს. აქედან ერთი ნაწილი ოფიციალურად მოქმედებს უკრაინის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა. მეორე შენარეთი ასევე სამხედროები არიან, ისინი ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და მესამე – ეს არის სპეცსამსახურებით დაკომპლექტებული ნაწილი, კერძოდ სააკაშვილის პოლიტიკური პოლიციის წარმოამდგენლებით დაკომპლექტებული ლეგიონი, რომელსაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი და მის უკან მდგარი პოლიტიკური ძალები აფინანსებს.

    ლეგიონირომელშიც ძირითადად სპეცსამსახურებით არის დაკომპლექტებულიოფიციალურ სტრუქტურებთან შეხება არ აქვთ?

    – რა თქმა უნდა აქვთ, მაგრამ აქ ერთი დეტალია, პოროშენკოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ უცხო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის ოპერაციებში, ანუ მათ სამართლებივი ნიშა გაუკეთეს. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო ეს ცვლილება, რათა წინააღმდეგობაში არ მოსულიყო გაეროს გენერალური ასაბლეას1980 წლის კონვეციასთან, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას სხვა ქვეყნის სამხედრო ძლებში, როგორც დაქირავებული მებრძოლის, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპით მკაცრად ისჯება.

    უკრაინის კანონმდებლობით დაშვებულიამაგრამ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის სამხედროოპერაციაში მისი მოქალაქის მონაწილებას...

    – გამონაკლისის გარდა, თუ ოფიციალურად საზღვარგარეთ არ არის მივლინებული შეიარაღებულ ძალებში. რადგან ჩვენ ვმოქმედებთ 1980 წლის კონვენციით, რომლის თანახმად, დაქირავებული მებრძოლი უნდა გამოცხადდეს უკანონო მებრძოლად ნებისმიერ სახელმწიფოში. ბუნებრივია, სოდ–ის და კუდ–ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში და მათ არ უნდა დავუკარგოთ აგრესორების წინააღმდეგ ბროლა, მაგრამ მეორეა – რა სადისტობას სჩადიოდნენ ისინი. მივყვეთ თანმიმდევრობას – ახალი გარემოებიდან გამომდინარე, 2016 წლის იანვარში რუსეთმა განაახლა 2003 წელს ჩადენილი მკვლელობის საქმის გამოძიება. შეკვეთილი მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია, სანამ დამკვეთამდე არ გავლნენ, გამოძიება გრძელდება. როგორც ჩანს, რუსებს გაუჩნდათ ახალი გარემოება, ახალი მტკიცებულება, რომელიც ცერცვაძის ბრალეულობას ადასტურებს. განახლებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ მკვლელობაში მონაწილეობდა გია ცერცვაძე. როგორც ჩანს, ცერცვაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა 2013–2015 წლებში, ანუ მაშინ სუფთა იყო. ამიტომ, საქართველო მას ვერ დააკავებდა. ეჭვი არ მეპარება, რომ 2013–2015 წლებში წავიდა, რადგან რუსებმა გამოძიება 2016 წელს განაახლეს და უკვე მეორე ნახევარში მიმართეს ინტერპოლს.

    ეს გამორიცხავსრომ საქართველომ მიაწოდა მათ ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია?

    – რა თქმა უნდა, რადგან ინტერპოლმა რუსეთის მხრიდან ცირკულარი უმძიმეს დანაშაულზე 2016 წელს მიიღო. ვერდიქტი, რომელიც გამოქვეყნდა რუსული მხარის მიერ, ადასტურებს, რომ ცერცვაძეს ედავებიან უმძმეს დანაშულს – დაქირავებულ მკვლელობას, ანუ ქილერობას - კერძოდ, სოჭში კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობას. როგორც ტერორიზმი, ასევე ქილერობა უმძმესი დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.ინტერპოლს შეიძლება ქართული მხარისთვის გამოეგზავნა მოთხოვნა, ამ პიროვნების იდენტიფიცირების შესახებ – არსებობს თუ არა ასეთი პიროვნება. ეს არის პროცედურა, შეიძლება რუსულმა მხარემ არარსებულ ადამიანზე გააგზავნა მოთხოვნა, ან შეიძლება ეს არის ფსევდონიმი, ამიტომ ინტერპოლმა ქართული მხარისგან მოითხოვა დადასტურება არსებობს თუ არა ასეთი ადამიანი და ხომ არ გადაადგილდება ყალბი პასპორტით. როგორც ჩანს, ქართულმა მხარემ გააგზავნა დადასტურება, რომ ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს. მაგრამ ინტერპოლი არ არის ვალდებული ქართული მხარისთვის მოეთხოვა მისი დაკავება, სანამ არ დაადგენდა მის ადგილსამყოფელს და არ გადასცემდა იმ ქვეყნის სამართალდამცავებს მასალებს, რითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული.

    ანუსაქართველოში ყოფნის შემთხვევაშისაქართველოს უჩნდებოდა მისი დაკავების ვალდებულება?

    – რა თქმა უნდა, ქართული მხარე ვალდებული იქნებოდა, ინტერპოლის მოთხოვნით დაეკავებინა გია ცერცვაძე ამ დანაშაულის გამო. მის დაკავებაში რამე დარღვევას ვერ ვხედავ, ეს არის საერთაშორისო ვალდებულება. როცა ინტერპოლი გიგზავნის დოკუმენტს, რომ ადამიანს ედავებიან შეკვეთილ მკვლელობას, ანუ ქილერობას, სახელმწიფო ვალდებულია დააკავოს და ბოლომდე გაარკვიოს მისი დანაშაული. როდესაც ინტერპოლმა გაარკვია, რომ ეს ადამიანი უკრაინიის ტერიტორიაზეა, მათ მოსთხოვეს მისი დაკავება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ რუსებმა მიაწოდეს ინტერპოლს ინფორმაცია ცერცვაძის უკრაინაში ყოფნის შესახებ და არა საქართველომ.

    პარალელურად, უკრაინაში ქართული პასპორტით აკავებენ ჩეჩენი ეროვნების პიროვნებას - მალხაზ მახაურის სახელითვინარის ეს პიროვნება და რა კავშირშია იგი უკრაინაში მყოფ ქართველებთან?

    – ეს პიროვნება მალხაზ მახაურის სახელი და გვარით გადაადგილდებოდა უკრაინაში, სინამდვილეში იგი არის ცნობილი ალი დაბუევი, რომელიც დოკუ უმაროვის ფორმირებაში ირიცხებოდა და კავკასიური ისლამური ემირატის, როგორც სადაზვერვო სამსახურის მუხაბარატის რეზიდენტი იყო საქართველოში. სხვათა შორის ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი, ამირა თარხან გაზიევი, რომელიც ამჟამად ერაყში „ისლამური სახელმწიფო-დაიშის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია, იმ პერიოდში საქართველოშიც იმყოფებოდა. ალი დაბუევი აქტიურად ახორციელდებდა კონტაქტს მაშინდელი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან და დოკუ უმაროვის შენაერთს შორის, რომელიც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენის მიერ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლებოდა.

    ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტულ ორგანიაზაციასთან თანამშრომლობდა?

    – დიახ, ასე იყო და ეს დააადასტურა ლაფანყურის სპეცოპერაციამ. როგორც ლაფანყურის საქმის კომისიის წევრი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სააკაშვილი კავშირში იყო ტერორისტულ ორგანიზაციებთან (სხვათა შორის ამ ფაქტის დამადასტურებელი გარემოება ფიგურირებს საქართველოში ერთ-ერთ გახმაურებულ საგამოძიებო საქმეშიც, მაგრამ კონკრეტიკისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ). სააკაშვილი არც მალავდა, რომ მას კავშირი ჰქონდა დოკუ უმაროვის წარმოადგენლებთან. საქართველოს დოკუ უმაროვი დაჯგუფება იყენებდა როგორც სატრანზიტო ქვეყანას, რომლითაც ხდებოდა მისი შეიარაღებული შენაერთების დახმარება როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური, საინფორმაციო და მათ შორის ოპერატიული კუთხით. ზოონმა – ეს მისი ოპერატიული ფსევდონიმია, საქართველოს ტერიტორია ლაფანყურის სპეცოპერაციიდან რამდენიმე კვირაში დატოვა. უფრო სწორად, საქართველოდან თურქეთის ტერიტორაზე გადაიყვანეს საქართველოს კონტრდაზვერივის თანამშრომლებმა და მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა რუსლან პაპასკირის სახელით. 2012 წლის დეკემბერში თურქეთში დააკავეს, როგორც რუსეთის მიერ დაქირავებული მკვლელი, რომელიც კავშირში იყო თურქეთში მოქმედ რუსეთის გერეუსთან. თურქეთში მოქმედი გერეუს წარმომამდგენლების დაკვეთით ჩეჩნური დიასპორის 2 წარმომადგენელი მოკლა. სტამბოლის სამხედრო სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. წესით, ის უნდა ყოფილიყო სტამბოლის ციხეში.

    თურქებმა დაადასტურესრომ რუსეთის მიერ იყო დაქირავებულიროგორც ქილერი?

    – რა თქმა უნდა, დოკუმენტალურად იქნა დადასტურებული, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გერეუს ხაზით მოქმედებდა. ჩვენ რომ გვგონია თურქეთში იყო, აღმოჩნდა, რომ ციხიდან გამოსულა და უკრაინაში ჩეჩნურ მოხალისეთა რიგებში საქართველოს მოქალაქეობის დამდასტურებელი პირადობით იბრძვის.

    როგორ აღმოაჩნდა მას საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა?

    – ეს უკვე თქვენ, ჟურნალისტებს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ვისი მოთხოვნით გამოუშვეს ციხიდან და როგორ აღმოჩნდა უკრაინაში. უკრაინელები ასეთ პიროვნებას შემთხვევით არ დაიჭერდნენ და მეორეც, უკრაინელებმა ეს პიროვნება დაიჭირეს სწორედ მაშინ, როდესაც პოროშენკომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო აქტიური გალაშქრება, რაც საინტერესო დამთხვევაა. აშკარაა, რომ ზოონი სააკაშვილის ირგვლივ მოქმედებდა. დავერბლოვკებული იყო ზურაბ მაისურაძისა და გია ლორთქიფანიძეს მიერ, მათთან იყო კავშირში. აი, სად იკვეთება მათი ურთიერთკავშირი.

    ლორთქიფანის ჩატაევთან და გაზაევთან კავშირზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია...

    – დიახ ასეა იყო. ორივე მონაწილებოდა ლაფანყურის სპეცოპერაციებში. მათ მოტყუებით ჩამოჰყავდათ ჩეჩენი მოქალაქეები და მერე მოტყუებით ითრევდნენ თავიანთ თამაშებში, რომელსაც უშუალოდ სააკაშვილი და მისი სპეცსამსახურები ლობირებდნენ. უკრაინულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკარგულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოდესელი გავლენიანი ადამიანები, რომელთაც დღემდე ეძებენ. სავარაუდოდ ისინი მოკლული არიან, მათი გვამები გადამალულია. გამოძიება დაწყებულია უკრაინაში და სწორედ ამიტომ მოხდა საეჭვო ვითარებაში გია ლორთქიფანიძის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, საეჭვო ვითარებაში ქვეყანა დატოვა ზურაბ მაისურაძემ, რომელიც ლოთქიფანიძემ ოდესაში ერთ–ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, ის ლიტვაში დააკავეს და შემდეგ თითქოს გაათავისუფლეს. მაგრამ სად არის ლოთქიფანიძე, ეს არავინ იცის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უკრაინულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა გია ლოთქიფანიძის კავშირი ჩატაევთან. ამიტომ უკრაინულმა მხარემ მოითხოვა მისი გადაყენება.

    .მალხაზ მახაური შეიძლება კავშირში იყოს ოდესაში გაუჩინარებულ ადამიანებთან და კვალი სააკაშვილილორთქიფანიძესთან მიდოდეს?

    – არ არის გამორიცხული. ალი დაბუევის, ანუ იგივე მახაურის გვარი ფიგურირებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან, რომელიც ჩვენმა კომისიამ დაადგინა. მე, როგორც ლაფანყურის საგამოძიებო კომისიის წევრი, მივმართავ სახალხო დამცველს, რომ ჩვენმა კომისიამ გააგრძელოს მუშაობა, ჩაატაროს სრულმასშტაბიანი გამოძიება და მოვთხოვოთ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც სერიოზულად დაიწყებს ამ საქმის გამოძიებას. როგორც ჩანს, საგამოძიებო სამსახურო და კონტრდაზვერვის სამსახური ამ საქმეს არასოდეს არ გამოიძიებს. ამ სპეცოპერაციის სუბიექტები – დათაშვილი და ზუმბაძე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ლაფანყურის სპეცოპერაციაში, საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებენ. საინტერესოა ისიც, ვინ აჩერებს ლაფანყურის საქმის გამოძიებას.

    საქმის გამოძიებით რა კვალზე შეიძლება გავიდეს გამოძიება?

    – ფაქტიურად იკვეთება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დიდ მახეს დგამდნენ და ეს მახე საკმაოდ მაღალ დონეზე იკერებოდა საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში. იმ პერიოდში, ლაფანყურის ჯგუფის მომზადება მიდიოდა თბილისში, მაგრამ როგორც კი დასრულდა ამ ჯგუფის მომზადება, გადადგა მაშინდელი შს მინისტრი, რომლის ეგიდით ხორციელდებოდა ამ ჯგუფის მომზადება და გახდა პრემიერ–მინისტრი, ხოლო შს მინისტრად დაინიშნა ბაჩო ახალაია, რომელიც გაგებაში არ იყო რა ხდებოდა. მოხდა ის, რაც მოხდა, მან გასცა ბრძანება ამ ჯგუფის ლიკვიდაციის შესახებ. ეს ჯგუფი განწირული იყო თავიდანვე, რადგან სცენარის მიხედვით, მათ იქ რუსეთის სპეცსამსახურები ელოდებოდა.

    ანუქართველებთან ერთად დაგეგმეს რუსებმა ლაფანყურის სპეცოპერაცია?

    – მე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვისაუბრო, რაც იკვეთება მოვლენების გაანალიზების კონტექსტში. ამიტომ შესაძლებელია ასეთი ტიპის სცენარი წარმოვაჩინოთ: რუსებმა დაგეგმეს მრავლკომბინირებული ტიპის კონტრსადაზვერვო ოპერაცია, რომლის მთავარი იდეა იყო, რომ საბლოოდ ჩაეკეტათ დოკუ უმაროვისთვის საქართველოს ხაზი, სადაც მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად. ამაზე მოწმობს ის, რომ ამ ჯგუფების მთავარი კოორდინატორი რუსლან მარგოშვილი, რომლის ოპერატიული ფსევდონიმია აბუ ვალიდი, რომელიც დღეს სირიაში იბრძვის, 2012 წლის აგვისტოში მოულოდნელად გადავიდა თურქეთში და გააკეთა განცხადება, რომ ეს ჯგუფი განწირული იყო და ამის შესახებ ინფორმაცია მქონდაო. ამ კარგად შენიღბული კონტრსადაზვერვო ოპერაციის მთავარი მიზანი იყო, რომ საბოლოოდ რუსეთის სპეცსამსახურებს დოკუ უმაროვისთვის გადაეკეტა ქართული არხები და ამისთვის მათ აამოქმედეს საქართველოში მოქმედი მაღალი დონის შენიღბული აგენტურა ვანო მერაბიშვილის სახით, რაც მშვენივრად შეასრულეს, რადგან ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ შეძლეს დოკუ უმაროვის დაჯგუფების საბრძოლო რაზმების განადგურება და ბოლოს კი, თვით დოკუ უმაროვის ლიკვიდაციაც. ასევე რუსულმა სპეცსამსახურებმა მოახერხეს კავკასიელი ჯიჰადისტი მებრძოლების სირიაში გარიყვა, სხვათა შორის საქართველოს ტერიტორიის მეშვეობითაც და საბოლოოდ შეძლეს „კავკასიური ისლამური იმარატის“ დამარცხება ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მმართველი ჯგუფის „პრორუსულმა“ გავლენის აგენტებმა ვანო მერაბიშვილის მეთაურობით, რუსეთის ხელისუფლებას გაუკეთეს იმაზე მეტი საქმე, ვიდრე თვით კრემლს წარმოედგინა.

    for.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი