ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ძლიერი ყინვა და თოვლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    ძლიერი ყინვა და თოვლი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
    გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

    სინოპტიკოსების ცნობით 30 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე თოვლი.

    31 იანვარს ღამის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექი შეწყდება და გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლი) -16, დედაქალაქში -8 გრადუსამდე დაეცეს.

    31 იანვარს, დღისით და 1 – 2 თებერვალს კვლავ დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი იქნება.

    3–5 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი