ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გიორგი კეკელიძე – გოგო რომ მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი, აგერ მყოლია მეგობრებში

    რუსთაველზე, გვიან ღამით მომხდარ ავარიას, რომელსაც ტაქსიში მჯდომი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
    გიორგი კეკელიძე მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომელიც აღნიშნულ უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
    ,,გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში – ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე. https://www.facebook.com/sophieber გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?”, – წერს გიორგი კეკელიძე.
    გოგონა, რომელიც ავარიის დროს ტაქსიში იჯდა სოფო ბერიძეა. ის სამხარაულის ექსპერიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი იყო.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი